Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაჯილდოვდა უამრავი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.

პროექტი, როგორც საქართველოს პირველი პროფესიული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა, 2015 წელს დაარსდა და ბოლო ათწლეულში 1000-ზე მეტ ნომინანტს მოუყარა თავი სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის 300-ზე მეტი გამარჯვებულს და არსებობის განმავლობაში 150-ზე მეტ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორი გააერთიანა მის ირგვლივ. წელს, პროექტის მთავარი მხარდამჭერების სიას პროკრედიტ ბანკიც შეუერთდა.

დაჯილდოების მიზანია არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების აღიარება, არამედ ეკოსისტემის განვითარება – ინოვაციის, ხარისხის, ინდუსტრიის სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა. კონკურსის მეშვეობით ხილული ხდება იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან განსაკუთრებულ გამოცდილებას ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და ავითარებენ ინდუსტრიას. Welcome to Georgia! გაცილებით მეტია, ვიდრე დაჯილდოება, ეს არის პროფესიული განვითარებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის სივრცე, სადაც კონკურენცია მეგობრულ გარემოში ახალ სტანდარტებს აყალიბებს. კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ წლევანდელი Welcome to Georgia-სგან, რა განსხვავებული ელემენტები გამოარჩევს მას წინა წლებისგან, პროექტის ორგანიზატორი მაია სიადამონიძე გვპასუხობს: „წელს, სექტემბერში დაჯილდოების მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ამ დროის განმავლობაში, დაჯილდოების ფორმატი კიდევ უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა – რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სფეროს განვითარებისთვის და მონაწილეების მოტივაციის გაზრდისთვის. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ახალი კატეგორიების დამატება, რომლებიც გამოხატავენ თანამედროვე ტურისტულ ტენდენციებს და განსხვავებულ მიდგომებს სტუმრის გამოცდილების მართვაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეფასების სისტემის მოდერნიზება.“

მრავალ კომპონენტიანი შეფასების პროცესი საერთაშორისო მეთოდოლოგიითა და სტანდარტებით წარიმართება, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას მეტ სანდოობასა და გამჭვირვალობას ანიჭებს.

მთლიანობაში, წლევანდელი ფორმატი კონკურსს კიდევ უფრო ღია, დინამიკურ და თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებზე მორგებულ პლატფორმად აქცევს. წელს გამოცხადებულია 36 განსხვავებულ კატეგორია, წარმოდგენილი ინდუსტრიის ყველა სექტორით, რაც უზრუნველყოფს ამ ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლის მაქსიმალურ ჩართულობას. მრავალფეროვანი კატეგორიები ქმნის ინკლუზიურ გარემოს – მონაწილეობენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ჯამში ამ ეტაპისთვის 120 კომპანიაა რეგისტრირებული, ხოლო რეგისტრაცია ერთ თვეში დასრულდება.

ნომინანტთა განაცხადები ფასდება გამჭვირვალე პროცესით, რომელიც აერთიანებს საჯარო ჩართულობასა და დარგობრივ ექსპერტთა შეფასებას. შეფასება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, პროდუქტის მრავალფეროვნება, მომხმარებელთა კმაყოფილება, ინოვაცია და კრეატიულობა, მდგრადი პასუხისმგებლობა, წვლილი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში და ა.შ.

დაჯილდოების შინაარსი და მნიშვნელობა, მისი წვლილი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია, სწორედ ამიტომ ინიციატივას პროკრედიტ ბანკიც შემოუერდა, როგორც ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი საქართველოში, უკვე 26 წელია. თუ რატომ წელს და რა მიზანს ემსახურება ეს პარტნიორობა, ამაზე პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიკა აბულაძე გვპასუხობს:

“საქართველოსთვის ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ქვეყანაში მრავალი მცირე თუ საშუალო ბიზნესია ჩართული ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, ვთლით რომ პროკრედიტისნაირი პარტნიორი კიდევ უფრო გააძლიერებს Welcome to Georgia!-ს, როგორც ინიციატივას. ჩვენთვის საინტერესოა, ის რომ დაჯილდოება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და გამოყოფს ქალების მიერ წარმოებული ბიზნესი და მდგრადი ინიციატივის კატეგორიებს, ვფიქრობთ ამ მიმართულებებით განსაკუთრებით ემთხვევა ბანკის და Welcome to Georgia!-ს ღირებულებები ერთმანეთს და გვჯერა მსგავსი წახალისებით კიდევ უფრო მეტი მდგრადი ბიზნესი შეიქნება და ხელს შეუწყობს ქალების ჩართულობას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.“

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია სხვადასხვა კატეგორიებში კვლავ მიმდიანერებს, კატეგორიების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაცია Welcome to Georgia!-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ: https://wtgawards.com