სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 56.1 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების -0.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე -2.5-პროცენტიანი შემცირება კერძო სახლების სეგმენტში.

2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 5.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 5.7 პროცენტით.

რაც შეეხება 1მ2 ფასს ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია, სადაც 1მ2 ბინის ღირებულებამ 6 624 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ვაკე, სადაც 1მ2 ბინის ფასი 5 856 ლარია. ჩუღურეთში – 4 358 ლარი; საბურთალოზე – 4 267 ლარი; დიდუბე – 4 069 ლარი; კრწანისი – 3 992 ლარი; ნაძალადევი – 3 819 ლარი;  ისანი – 3 813 ლარი; გლდანი – 3 669 ლარი; სამგორი – 3 468 ლარი. კერძო სახლების სეგმენტში კი 1მ2 ფასი მთაწმინდაზე 4 462 ლარია. ვაკე – 3 957 ლარი; დიდუბე – 3 577 ლარი; საბურთალო – 3 505 ლარი; ისანი – 3 143 ლარი; ჩუღურეთი – 3 068 ლარი; სამგორი – 2 944 ლარი; კრწანისი – 2 897 ლარი; ნაძალადავი – 2 573 ლარი; გლდანი – 2 540 ლარი.