ზოგჯერ ყველაფერი ერთი ქალაქიდან იწყება - იმ ქალაქიდან, რომელიც შენს ფიქრს, არჩევანს და საბოლოოდ, გზას განსაზღვრავს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანისთვის ეს ქალაქი ქუთაისია.

ქალაქი, რომელიც მხოლოდ მის ბავშვობას არ ინახავს - ქუთაისი ცხოვრობს მის აზროვნებაში, დამოკიდებულებებში, იმ გზაში, რომელსაც დღეს მიჰყვება. ქუთაისი მისთვის არის სიყვარულის, იუმორისა და სიმშვიდის ერთობლიობა - ის განსაკუთრებული მუხტი, რომელიც გასწავლის, სირთულეებს სიმშვიდით შეხვდე და საქმე გულით აკეთო.

აქ დრო თითქოს სხვანაირად მოძრაობს. ეს არის სივრცე, რომელიც არ გაჩქარებს, პირიქით, გაძლევს დროს, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინო. ქალაქი, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი ხშირად პირობითია, და სრულიად უცნობიც კი შეიძლება ერთ წამში შენიანი გახდეს.

ჩემთვის ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც გასწავლისფიქრს და გაძლევს დროს საკუთარი თავისაღმოსაჩენად. აქ ვისწავლე, რომ ნებისმიერსირთულეს იუმორით და სიმშვიდით უნდა შეხვდე, ხოლო საქმე სიყვარულით აკეთო. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შორის ზღვარი პირობითია დასრულიად უცნობიც კი შეიძლება ერთ წამში შენიანადდა ნაცნობად იგრძნო”, - აღნიშნავს გიორგი.

სწორედ ამ გარემოში ისწავლა გიორგიმ მთავარი - დაინახოს გამოსავალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ამჩნევენ.

ქუთაისმა მასწავლა მთავარიგამოსავლის პოვნა იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავენ. როცამინიმალური რესურსით მაქსიმალურ შედეგს იღებ. ჩემს პროფესიაში, ტექნოლოგიებში, ეს თვისებაგადამწყვეტია: ნებისმიერი რთული კოდი თუსისტემური ხარვეზი სწორედ ასეთ მოქნილ მიდგომასმოითხოვს.

გარდა ამისა, ამ ქალაქმა ჩამომიყალიბა შინაგანისიმტკიცე. აქ სწავლა და ამოცანებთან ჭიდილი, ყოველდღიური ცხოვრება ერთგვარი მამოძრავებელიძალა იყო, რამაც მასწავლა, რომ სირთულე არადაბრკოლება, არამედ ზრდის შესაძლებლობაა. სწორედ ეს არდანებების და არგაჩერების თვისებამეხმარება, რომ დღეს ნებისმიერ გამოწვევას მშვიდადდა მომზადებული შევხვდე. საბოლოოდ, ქუთაისმამასწავლა, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა, ხოლოსწორი ხედვა, ნებისმიერი მიზნის მისაღწევადსაუკეთესო იარაღი”, - გვიყვება გიორგი.

ეს უნარი კი შემთხვევით არ ჩნდება. ის ყალიბდება პატარა, თითქოს უმნიშვნელო მომენტებიდან - როცა ბავშვობაში რაღაცას შლი, მერე თავიდან აწყობ, ცდი, შეცდომას უშვებ და თავიდან იწყებ.

გიორგისთვის ეს პროცესი 8-9 წლის ასაკში დაიწყო. ტექნიკასთან „ჩხირკედელაობა“ მისთვის თამაში კი არა, აღმოჩენა იყო - ელექტროძრავებით პატარა მოწყობილობების აწყობა, იდეის წარმოდგენა და შემდეგ მისი რეალობაში გადმოტანა.

მოგვიანებით ეს ცნობისმოყვარეობა Minecraft-ის სამყაროში გაგრძელდა - სივრცეში, სადაც ფანტაზია პირდაპირ იქცევა მოქმედებად. მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო უფრო ღრმა კითხვები: რა დგას ამ ყველაფრის უკან? როგორ მუშაობს სისტემა?

პასუხების ძიება მალე პრაქტიკად იქცა. თუ ვინმეს კომპიუტერზე პრობლემა შეექმნებოდა, უკვე იცოდნენ - გიორგი მოაგვარებდა. 10-11 წლის ასაკში კი საკუთარი YouTube არხიც ჰქონდა, სადაც სხვებსაც უზიარებდა ცოდნას - მარტივი, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის გზებს.

არხი ძირითადად საგანმანათლებლო იყო: ვასწავლიდი კომპიუტერთან დაკავშირებულ ყველაზეგავრცელებულ საკითხებს, მაგალითად, საათისგასწორებას და მსგავს რაღაცებს. ასევე ვიღებდისხვადასხვა ნივთის შექმნის პროცესს და ზოგადსაინფორმაციო ვიდეოებს.

და, ალბათ, ამ ყოველივემ ჩაუყარა საფუძველი ჩემიდა ტექნოლოგიების კავშირს. შემდეგ უკვეპროგრამული ენების შესწავლაზე გადავედი. თავიდანსწავლა React-ით დავიწყე, თუმცა მალე მივხვდი, რომეს ნაკლებად მაინტერესებდა. უფრო ალგორითმულდა საფიქრალ სამუშაოზე გადავედი. დავიწყეალგორითმული უნარ-ჩვევების განვითარება დასხვადასხვა ამოცანის ამოხსნა. როცა მივხვდი, რომდამოუკიდებლად ისე ვეღარ ვუმკლავდებოდისირთულეებს, როგორც მინდოდა, რეპეტიტორთანდავიწყე სიარული. მაშინ AI არ იყო ცნობილი და ისეგანვითარებული და მჭირდებოდა ადამიანი, ვინცკონკრეტულ პრობლემას უფრო ღრმად ამიხსნიდა.

ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, არამედ აზროვნების იმ სტილში, რომელიც დღესაც განსაზღვრავს მის გზას.

სკოლა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა - ადგილი, სადაც სწავლა მუდმივ გამოწვევასთან ასოცირდებოდა. ამოცანები, დისკუსიები, დაუღალავი ფიქრი - ეს ყველაფერი ქმნიდა გარემოს, რომელიც არ გაძლევდა გაჩერების საშუალებას. სწორედ აქ გაჩნდა ის შინაგანი მუხტი, რომელიც დღემდე არ აძლევს საშუალებას დაკმაყოფილდეს მიღწეულით.

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში წარმატებამხოლოდ ტექნიკური ცოდნით არ განისაზღვრება, ესარის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემებისგადაჭრის უნარის ერთობლიობა, სადაც ნებისმიერირთული ამოცანა ლოგიკურ ნაწილებად იშლება დაოპტიმალური გამოსავალი იძებნება. ამ პროცესსსაფუძვლად უდევს მუდმივი სწავლისა დაგანვითარების მზაობა, რაც საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევითვისოთ ახალი ტექნოლოგიები დაშევინარჩუნოთ აქტუალობა ცვალებად გარემოში. ყველაზე გენიალური კოდიც კი უფასურია, თუ მას სხვაადამიანებამდე ვერ მიიტან, სწორედ რბილიუნარები(კომუნიკაცია და სხვა) არის ხიდიტექნოლოგიასა და ადამიანს შორის, ის გვეხმარებაგუნდურ მუშაობაში, იდეების სწორად მიტანასა და იმისგააზრებაში, თუ რა სჭირდება რეალურადმომხმარებელს”, - გვიყვება გიორგი.

ის ახლა კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობს და Backend-ის მიმართულებით ივითარებს ცოდნას - იქ, სადაც იდეა რეალურ პროდუქტად იქცევა. მას აინტერესებს არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი - როგორ მუშაობს სისტემა შიგნიდან, როგორ იქმნება რთული მექანიზმები კადრს მიღმა.

ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ბანკის სტიპენდია - მხარდაჭერა, რომელიც მისთვის მხოლოდ ფინანსური რესურსი არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც პასუხისმგებლობას აჩენს, რომ ყოველდღიურად იმუშაო უფრო მიზანმიმართულად, უფრო სიღრმისეულად.

თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იდეის შექმნის პროცესია - ის მომენტი, როცა ფიქრი კოდად იქცევა, კოდი - პროდუქტად, და პროდუქტი - რეალურ დახმარებად.

არ გაჩერებაზე საუბრისას კი ამბობს, რომ მთავარი მამოძრავებელი ცნობისმოყვარეობაა.

ცნობისმოყვარეობა მუდმივად მიბიძგებს გავიგო, როგორ მუშაობს ესა თუ ის საკითხი და არ გავჩერდეერთ დონეზე. ამას ემატება შეუპოვრობა და პრინციპი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო, რაცმაძლევს ძალას სირთულეების მიუხედავად არგავჩერდე. ამ ყველაფერს აძლიერებსპასუხისმგებლობის განცდა ქვეყნისა და მომავლისწინაშე - ვიცი, რომ ჩემი დღევანდელი ცოდნამომავალში შეიძლება ადამიანებს დაეხმაროს დაშექმნას ახალი შესაძლებლობები, ამიტომ გაჩერებისუფლება არ მაქვს”, - აღნიშნავს ის.

დასახული მიზნების მიღწევის პროცესში კი საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერა.

საქართველოს ბანკის სტიპენდიამ ჩემთვისგაცილებით მეტი მოიტანა, ვიდრე უბრალოდფინანსური მხარდაჭერაა. პირველ რიგში, მან მომცაშესაძლებლობა, რომ მთელი ჩემი რესურსი დაენერგია სწავლაზე მიმემართა და ფინანსურსაკითხებზე ფიქრის ნაცვლად, მხოლოდ ცოდნისგაღრმავებაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. ამასთანავე, ამ აღიარებამ ერთგვარიპასუხისმგებლობა და ვალდებულებაც დამაკისრა. როდესაც ხედავ, რომ ასეთი მასშტაბის ორგანიზაციაშენს პოტენციალს ენდობა, ეს გაიძულებს, შენს საქმესკიდევ უფრო სერიოზულად და პროფესიულადმიუდგე. ეს სტიპენდია ჩემთვის არის დამატებითიმოტივაცია, რომ ყოველდღიურად დავამტკიცო ამნდობის მართებულობა და მაქსიმუმი გავაკეთო ჩემსსფეროში წარმატების მისაღწევად”, - გვიზიარებსგიორგი.

მისი მიზანია, მიღებული ცოდნა საქართველოში გამოიყენოს და სხვებსაც გაუზიაროს. სჯერა, რომ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ყველაზე დიდი მიღწევაა. და ამავე დროს ფიქრობს, რომ საქართველოში შექმნილ კოდს შეუძლია ბარიერები მოხსნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის.

და თუ ვინმე ახლა საკუთარ გზაზე პირველ ნაბიჯს ვერ დგამს, გიორგი ურჩევს: “არ დაელოდოთ იდეალურმომენტს, უბრალოდ დაიწყე”.

უფრო მეტისთვის, წაიკითხეთ ბლოგი.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულისაგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალურიინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge