თიბისი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ვიდეოს ავრცელებს.
გვახსოვდეს, ყველა მავთულხლართი და ოკუპაცია დროებითია!
დიდება გმირებს!
თიბისი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ვიდეოს ავრცელებს.
გვახსოვდეს, ყველა მავთულხლართი და ოკუპაცია დროებითია!
დიდება გმირებს!
1726045200
სელფი Ad Black Sea-ს პარტნიორია„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა 8%-ის ფარგლები, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან.საქართველოში ინფლაციური გარემო დაბალია. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, კიდევ შენელდა ინფლაცია. რაც ჩვენი შეფასებით, დიდწილად სტაბილური ლარის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ასევე შენელდა როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ინფლაცია. უფრო მეტიც, ყველაზე მეტად რყევადი სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების გამორიცხვით, ინფლაცია აგვისტოში 1%-ზე დაბალი იყო“,- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.მისი თქმით, ასეთი დაბალი ინფლაცია, ერთი შეხედვით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორებიც რასაც სებ-იც ასახელებს.„გაურკვეველია ვითარება გეოპოლიტიკურად, რომლის არასასურველი სცენარის განვითარებამ შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო და ნავთობპროდუქტების ფასების გაზრდა გამოიწვიოს, რაც შემდეგ ჩვენთანაც გადმოეცემა იმპორტირებული ინფლაციის სახით. ამასთან, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა პოტენციურ დონეს საკმაოდ აღემატება და ორნიშნაა ხელფასების ზრდის ტემპი. ამ ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით სჯობდა სიფრთხილე, რასაც სებ-იც იჩენს და ამ მიზეზების გამო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დარჩა უცვლელი“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.რაც შეეხება პროგნოზებს, Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება.„ეს დონე მნიშვნელოვანია, რომ ლარში მდგრადი ინვესტირება გაგრძელდეს, რაც საბოლოოდ ინფლაციისთვისა და ლარის კურსისთვის იქნება პოზიტიური“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
1726055775
ოთარ ნადარაიას თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე შიდა ფაქტორებთან ერთად გასათვალისწინებელია ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. როგორც სებ-ის პრესრელიზშია აღნიშნული, მართალია ინფლაცია დაბალია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა არის მაღალი. იცით, რომ მიმდინარე მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია და გასათვალისწინებელია ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ჯერ კიდევ მკაცრი განაკვეთიც. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომლის შერბილებად იწყება, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო“, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.ოთარ ნადარაიას თქმით, თიბისი კაპიტალის პროგნოზი წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებაში 8%-ი იყო და დღესაც უცვლელი რჩება.„ჩვენ წლის ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზის წლის ბოლოსთვის დაახლოებით 8%-ი იყო. პრინციპში ეს პროგნოზი არ შეგვიცლია. წლის განმავლობაში ტრაექტორია ძალზეც შეიცვალა, ანუ შერბილება ცოტა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო. თუმცა საბოლოო პროგნოზი არ შეგვიცვლია“, - ამბობს ნადარაია.
1726055692
პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ HACCP-ის ისტორია წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები კარგი წარმოების პრაქტიკა კარგი ჰიგიენის პრაქტიკა საკვებით მოწამვლა საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები ალერგენები ჯვარედინი დაბინძურება 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის რისკების კონტროლი სამზარეულოში HACCP-ის 12 საფეხური HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:სარეგისტრაციო ფორმა (google.com)
1726055198
ცუცქირიძის თქმით, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის სტარტ -აპების მხარდაჭერა, რაც ყველაზე მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში.„თანამედროვე ქვეყნის განვითარების პარადიგმა 3 ძირითად და ურთიერთდაკავშირებულ ბაზისზე დგას: სტაბილურობა და მშვიდობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი; ამ თვალსაზრისით ვფიქრობ საყურადღებოა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, კერძოდ, "გლობალური კეთილდღეობის მონაცემების" მიხედვით, 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება. ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს. ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 2024-2026 წლების პროგნოზები და ხანგრძლივვადიანი შეფასება მსოფლიო ბანკისაგან (GDP per capita at Market Price, 2015 real USD) : საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ოპოზიციის ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.ამასთან, შედარებით გრძელვადიანი პროგნოზითაც, 2026 წელს 2019 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში ასევე მეორე ადგილზე გავა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი 7 თვის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.7 %-ია, ხოლო საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას 6% დან 8 %-მდე, წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად ყველა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა რამდენჯერმე გადახედეს ზრდის მიმართულებით ეკონომიკურ პროგნოზს, მიმდინარე წელსაც ჩვენ დიდი ალბათობით ორნიშნა ზრდა გვექნება, ბოლო 4 წელიწადში მესამედ. აქვე აღვნიშნავ, რომ გაეროს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების სიმულაციური მოდელით 9,3%-იანი ზრდა ისედაც არის მოსალოდნელი.ნიშანდობლივია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46 %-ით.რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია რეინვესტირების კუთხით. მეორე კვარტალში განსაკუთრებით აპრილ-მაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო კრიტიკის ფონზეც კი, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას მოყვა, ინვესტორთა განწყობები მეტად პოზიტიური იყო, რადგან მოგების დიდი ნაწილი გავიდა არა დივიდენდებად, არამედ დარჩა ქვეყნის ეკონომიკაში და რაც ისევ ეკონომიკის ზრდაზე აისახა დადებითად.ამ მაგალითებით ჩანს, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული სამი ბაზისური კომპონენტიდან, სტაბილურობა და მშვიდი გარემო თუ რა პოზიტივით ზემოქმედებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე, მესამე კომპონენტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის სტარტ -აპების მხარდაჭერა, რაც ყველაზე მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში!არ მინდოდა ამ პოსტის ზედმეტად პოლიტიზება, მაგრამ აიღეთ ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირებები, ფაქტობრივად ჰაერიდან მოტანილი და დასკვნებიც თავად გააკეთეთ!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.
1726051624
უწყების ცნობით, ეროვნული გზამკვლევი სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს, რომელიც ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გრძელვადიან ხედვასა და მის მისაღწევად საჭირო ძირითად ინიციატივებს განსაზღვრავს, რაც გულისხმობს მუნიციპალური მყარი ნარჩენების და ნარჩენების წარმოქმნის ჯამური მაჩვენებლის შემცირებას, ნარჩენების გადამუშავების საერთო მაჩვენებლის გაზრდას, უკანონო ნაგავსაყრელების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწების აღდგენას, სატრანსპორტო ქსელებში ენერგიის და ნედლეულის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას, ენერგოეფექტურობის გაზრდას, მიწისა და წყლის რესურსების მართვისა და მასალების გამოსავლიანობის გაუმჯობესებას და ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას.„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო 5 წელიწადში, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა; შემუშავდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული რეგლამენტები და რეგულაციები. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანაა.ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე იყო დაფუძნებული. ეტაპობრივად მივდივართ წინ - პირველი ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო; ყველა დონეზე შევხვდით პოლიტიკის შემქმნელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესჯგუფების წარმომადგენლებს. მეორე ეტაპი იყო პოტენციალის შეფასება, რომელიც სექტორების მიხედვით ჩავშალეთ; გამოიკვეთა დარგები, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება ცირკულარული ეკონომიკის იმპლემენტაცია. გზამკვლევი შემდეგი ეტაპია, რომელშიც ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია განისაზღვრება, რაც საბოლოოდ, პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპზე და მაღალი სტანდარტების ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დაცვით ეკონომიკური წინსვლა. არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე და რესურსების სწორ გამოყენებაზე.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გენერალური მრჩევლის განცხადებით ცირკულარული ბიზნესმოდელების შემუშავება და დანერგვა ინოვაციებსა და კვლევებს საჭიროებს.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა ცირკულარული ეკონომიკის საკითხების შესწავლა წლების წინ დაიწყეს. მეცნიერებათა აკადემია ინტერესით ადევნებს თვალყურს როგორც ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებას, ასევე ცირკულარობის გზამკვლევის მომზადებას. ამ პროცესებში ფასეულ რეკომენდაციებს ვიღებთ, - აღნიშნა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.ცირკულარულ ეკონომიკის გზამკვლევზე მუშაობა 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს, მის შექმნაზე საქართველოს მთავრობის მიერ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ექსპერტთა გუნდი მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები.გზამკვლევი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინ
1726050093
"ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მეტწილად, ლარის გაცვლითი კურსის შემდგომი ნაკლები რყევებისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ეროვნული ბანკი, საჭიროებისას, ინფლაციის პროცესზე გარკვეულ ზეგავლენას ახენს. ეს მის ხელთ არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თავის მხრივ, ინფლაცია, ბოლო პერიოდში, კლების ტენდენციით ხასიათდება. აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. ეს მაჩვენებელი იძლეოდა იმის პლაცდარმს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შერბილებულიყო, ეკონომიკაში "ფულის ფასი" შემცირებულიყო და რეფინანსირების სესხებზე მიბმული ძველი თუ ახალი სესხები უფრო გაიაფებულიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი, წინა საარჩევნო პერიოდში, როცა შესაძლოა სავალუტო რყევების რისკი გაიზარდოს, ამ მომენტის პრევენციაში უნდა ვეძებოთ.ცხადია, მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს ლარის სტაბილურობას. აქ გასათვალისწინებელია ყველა ის ეკონომიკური პარამეტრი, რომლითაც ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოედინება. მაგალითად, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ. თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ერთ-ერთი მექანიზმია, რომლითაც სებ-ს გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ინფლაციაზე და ამავდროულად ეროვნულ ვალუტაზეც (საუბარია ამ არხით ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობის კონტროლზე).შეჯამებისთვის, ინფლაციის დონე მონეტარული განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლეოდა, თუმცა, ეროვნულ ბანკში, როგორც ჩანს, ფრთხილი პოლიტიკის გატარებას აგრძელებენ და ეს ამ მომენტში სწორ მიდგომად მიმაჩნია", - აღნიშნავს აფბას ანალიტიკოსი.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
1726049808
გიზო უგლავა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებო...
1725363676
თხევადი გაზის არანორმალურად გაძვირდა და ქვეყანაში დეფიციტიც შეიქმნა
1725009909
ბათუმში დასვენება დიდ ხარჯს აღწევს, ამიტომ ქართველებმა სხვა ზღვისპირა...
1725441041
სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება პ...
1726049808
თხევადი გაზის ბაზარზე სახეზეა ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების ნიშნები -...
1725526522