Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათი თიბისი კონცეპტმა და Visa-მ პირველად საქართველოში Turkish Airlines-თან კოლაბორაციით შექმნეს. პროდუქტს ბაზარზე ანალოგი არ აქვს და მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას პრემიალურ გამოცდილებას სთავაზობს.

სამოგზაურო ბარათის მფლობელები მუდმივად სარგებლობენ ექსკლუზიური შეთავაზებებით. ამჯერად კი, შესაძლებლობა აქვთ დასაჩუქრდნენ Disneyland Paris-ში ოჯახთან ერთად მოგზაურობით.

10 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებელი, რომელიც საქართველოში ან/და საზღვარგარეთ Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature ბარათით გადაიხდის ჯამურად არანაკლებ 1500 ლარს და შეასრულებს ყველაზე მეტ გადახდას, დასაჩუქრდება Disneyland Paris-ის 4-კაციანი საგზურით.

საგზური მოიცავს:

  • განთავსებას: პარიზის ცენტრალურ სასტუმროში (3 ღამე და 2 დღე) და Disneyland Paris-ის სასტუმროში (2 ღამე და 3 დღე)
  • დისნეილენდის 3-დღიან აბონემენტს (Disneyland Park და Walt Disney Studios Park)
  • ორმხრივ ტრანსფერს (აეროპორტიდან სასტუმროში და სასტუმროდან აეროპორტში)
  • Disneyland-ის სასაჩუქრე ბარათს
  • Disneyland-ის PhotoPass-ს (ფოტოების ციფრულ საშვს)
  • დისნეილენდის ერთდღიან VIP ტურს
  • პარიზის აქტივობების (მუზეუმების/ატრაქციონების) საშვს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათს
  • წინასწარ დაჯავშნილ ლანჩსა და ვახშამს პარიზში

შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის ძირითადი უპირატესობები:

  • Miles&Smiles მილების დაგროვება - მილები საქართველოში გროვდება სასტუმროებში, თიბისის ტერმინალზე გადახდისას. საზღვარგარეთ კი, სხვადასხვა კატეგორიის გადახდებზე, მათ შორის: შოპინგის, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, სასტუმროების, სურსათის თუ სხვა ყოველდღიური ხარჯების დროს.

დაგროვილი მილებით შესაძლებელია Turkish Airlines-ის მომსახურებების მიღება, რაც მოიცავს: ავიაბილეთების შეძენას, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევას, ბარგის დამატებას, ფრენის კლასის გაუმჯობესებას და სხვა სერვისებს.

  • აეროპორტის პრივილეგიები - მგზავრობის პროცესის გასამარტივებლად, ბარათის მფლობელებსა და მათ თანმხლებ პირებს შეუძლიათ აეროპორტის პრემიუმ სერვისებით სარგებლობა:
  • ლაუნჯები - წელიწადში 30 უფასო ვიზიტი საქართველოში თბილისისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებში. თითოეული ვიზიტისას ამ სერვისით მაქსიმუმ 4 თანმხლებ პირთან ერთად ისარგებლებთ;
  • Fast Track (სწრაფი გასასვლელი) - წელიწადში 30-ჯერ Fast Track-ის სერვისით სარგებლობა შერჩეულ აეროპორტებში, როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ (ჯამში 4 თანმხლებ პირთან ერთად);
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარათის მფლობელები ბიზნეს ლაუნჯისა და Fast Track-ის სერვისით წელიწადში ჯამში 20-ჯერ ისარგებლებენ;
  • დამატებითი სამოგზაურო უპირატესობები - განსაკუთრებული პირობები და შეთავაზებები ტაქსით მგზავრობისას, ინტერნეტ როუმინგისა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.

სამოგზაურო ბარათის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ თიბისი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის პირადი ბანკირის დახმარებით.