საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობის შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 128 გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებულები არიან ადიგენიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, თერჯოლიდან, ლანჩხუთიდან, მცხეთიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, ხონიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან.
იმ მოსწავლეებს კი, რომლებმაც ორ ოლიმპიადაში მოიპოვეს პირველი ადგილი, გადაეცათ საქართველოს ბანკის საჩუქრები.
ინფორმაციისთვის, ევერესტის ოლიმპიადაში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა სამტურიანია:
- შესარჩევი ტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებმაც დააგროვეს არა უმცირეს 30 ქულა;
- ნახევარფინალში, თითოეული კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებმაც ფინალში იასპარეზეს;
- ფინალურ ტურში კი გამოვლინდა II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარიმხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტსახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტიმოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდაპროფესიონალისთვის ქმნის განათლებისშესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულებისპორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლოპროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკისსტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლისსრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოსბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოსბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადებიმოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკისოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლებისოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველებისკონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულისაგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალურიინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდსganatleba.bog.ge













