პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grape Collective გამოქვეყნდა სტატია სათაურითსაქართველო: ღვინისაკვანი მომავლის ხედვით“. პუბლიკაცია ღვინისეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორიკომპანიის Glodow Nead Communications ჩართულობითმომზადდა.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ლისადენინგი, საქართველოში მიმდინარე წლის მაისშიიმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოსმხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურისფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვაწარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 8 მაისსღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილღონისძიებებში. ასევე, ეწვივნენ კახეთისა და ქართლისღვინის მარნებს, სადაც გაეცნენ როგორც ქართულიმეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ისეთანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.

მრავალი თვალსაზრისით, საქართველოს ღვინის ისტორია ჯერ კიდევ იწერება. მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურის უკეთ გაგება შესაძლებელია არა მხოლოდ წარსულში მზერით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებენ დღეს ქართველი მეღვინეები, – წერს ლისა დენინგი.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრისღვინოს, ქართული ენდემური ვაზის ჯიშებისმრავალფეროვნებას, ქარვისფერ ღვინოებს, ქართულგასტრონომიასა და ქართული ღვინის პოზიციონირებასსაერთაშორისო ბაზრებზე. ავტორი აღნიშნავს, რომქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულმეთოდს 2013 წელს UNESCO- არამატერიალურიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ონლაინ გამოცემა Grape Collective 2013 წელს დაარსდადა ღვინის, გასტრონომიისა და მოგზაურობის თემებზესპეციალიზდება. გამოცემის მთავარი მიზანიამკითხველისთვის ღვინის კულტურის, მეღვინეებისისტორიების, ღვინის რეგიონების, ორგანული, ბიოდინამიკური და ოჯახური მარნების გაცნობა.

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმისგანვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნულისააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვანსაერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოსპარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანისაერთაშორისო გამოცემები.