იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ მარტში დასრულებული მეოთხე კვარტლის ოპერაციული მოგების მკვეთრი, 49%-იანი კლების შესახებ განაცხადა.

CNBC-ი გაუარესების მთავარ მიზეზად აშშ-ის სავაჭრო ტარიფების უარყოფით გავლენას ასახელებს. ფინანსური შედეგები მნიშვნელოვნად უარესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ - ოპერაციული მოგება 813.28 მილიარდი იენი, მაშინ როცა ფაქტობრივი მაჩვენებელი მხოლოდ 569.4 მილიარდი იენი იყო.

ამასობაში, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის კვარტალური შემოსავალი ბაზრის მოლოდინს აკმაყოფილებდა და 12.6 ტრილიონ იენს მიაღწია, რაც წლიურ 1.89%-იან ზრდას წარმოადგენს.