FED-მა განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4%-მდე შეამცირა. გადაწყვეტილება კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მიიღო და შერბილების კურსის გაგრძელება დაადასტურა. 

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება მოსალოდნელი იყო, S&P500 გაიზარდა, დოლარი გამყარდა და ობლიგაციების შემოსავლიანობამ მოიმატა. ამასთან, ინვესტორები ელიან, რომ დაბალი განაკვეთები ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს.

ბაზარი თვლის, რომ დეკემბერში განაკვეთი კიდევ 25 პუნქტით შემცირდება და შერბილების ფაზა 2026 წლამდეც გაგრძელდება.