ამერიკული საინვესტიციო ფონდები Argentem Creek Partners და Innovatus Capital Partners ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ტერმინალის „ოლიმპიქსის“ ხელახლა ამუშავებას გეგმავენ.

ამის შესახებ Financial Times (FT) იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ამერიკელებმა „ოდესის პორტში დაახლოებით 5 მილიონი ტონა წლიური გამტარუნარიანობის ტერმინალი აიღეს“.

ადრე ამერიკულმა ფონდებმა უკრაინელ ბიზნესმენებთან ტერმინალთან დაკავშირებულ დავებზე 150 მილიონი დოლარის ოდენობის საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგეს და 9 ივლისს ობიექტის აქტივები მათ გადაეცათ, იტყობინება FT.

როგორც Argentem Creek Partners-ის პარტნიორმა ჯონ პატონმა განაცხადა, „როგორც ნებისმიერ განვითარებად ბაზარზე, არსებობს გარკვეული რამ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ, როდესაც თაღლითები თავს გესხმიან“.