თიბისი მუდმივად ცდილობს სტუდენტების ცხოვრება მაქსიმალურად მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს. ზრუნავს, როგორც მათ განათლებაზე, ისე შემეცნებასა და გართობაზე.

სტუდენტებისთვის განკუთვნილია ახალი თიბისი ბარათი, რომლითაც ისინი სხვადასხვა პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობენ.

დეკემბრიდან პარტნიორ ობიექტებს დაემატა Shuffle Boar, სადაც ახალი თიბისი ბარათის მფლობელი სტუდენტები (18-23 წელი) shuffleboard-ის თამაშისას, 25 დეკემბრის ჩათვლით, 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

შეთავაზება მოქმედებს ახალი თიბისი ბარათით თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას და 1 მომხმარებელს ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი უბრუნდება.

shuffleboard- სპორტული სამაგიდო თამაშია, რომელიც მოთამაშეებისგან სიზუსტეს და სტრატეგიულ აზროვნებას მოითხოვს. ის მარტივად სწავლებადია და შესანიშნავი საშუალებაა განტვირთვისა და მეგობრული შეჯიბრებებისთვის. Shuffle Boar ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18 ნომერში მდებარეობს.

შეთავაზებების პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.

აიღე ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლე შენს სტუდენტურ ცხოვრებაზე მორგებული შეთავაზებებით.