მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა.
ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 15-18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საწვავის ფასი ქვეყანაში 2025 წლის ნოემბრის შემდეგ არ შეცვლილა, მაშინ ბენზინი და დიზელი მცირედით გაიაფდა.













