East Duo - მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მ...
საქართველოს ბანკი შეუჩერებელი ადამიანების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.ამჯერად,
გიყვებით სამ მუსიკოსზე,
ლევან ბანცაძეზე, მამუკა
მატკავასა და გიორგი
მატკავაზე, რომლებიც
მუდმივად ცდილობენ ქართულ
მუსიკას ახალი ჟღერადობა
შესძინონ და ის მსოფლიოს
მასშტაბით ცნობილი
გახადონ.სპონტანური დასაწყისიროგორც
ჯგუფის წევრები
აღნიშნავენ, East Duo წინასწარ
დაგეგმილი პროექტი არ
ყოფილა. მეტიც,
თავდაპირველად, სულაც არ
შეხვედრიან ჯგუფის
შექმნის იდეით.მათი
ისტორია 2020 წელს იწყება.
გიორგი მატკავა და ლევან
ბანცაძე ხშირად უკრავდნენ
ერთად, თუმცა, აუდიტორიის
წინაშე ჯგუფის სახელით არ
გამოდიოდნენ. მოგვიანებით,
ერთ-ერთ კონცერტზე
გამოსვლისას დუეტისთვის
სახელის შერჩევა გახდა
საჭირო და სწორედ მაშინ,
სპონტანურად გადაწყვიტეს,
მსმენელისთვის საკუთარი
თავი East Duo-ს სახელით გაეცნოთ.
შემდეგ დუო ტრიო გახდა და
მათ მამუკა მატკავაც
შეუერთდა.მოულოდნელი გლობალური წარმატებასიმღერამ
“Chubina” ქართული ჯგუფი East Duo
მსოფლიოს გააცნო. როგორც
თავად ამბობენ, ასეთ
მასშტაბურ გამოხმაურებას
ნამდვილად არ ელოდნენ.
პირველად ეს სიმღერა 2021
წელს დაიწერა და ონლაინ
სივრცეში სახლში ჩაწერილი
ვერსიით არსებობდა.დიდი
წარმატება 2024 წელს მოვიდა,
როცა სიმღერა „Chubina”
ინტერნეტ სივრცეში უცებ
გახდა პოპულარული და
შევიდა Shazam-ის გლობალურ Top
200-სა და iTunes-ის Top
20-ში. ქართული ჟღერადობა
ისმოდა ამერიკის
შეერთებულ შტატებში, დიდ
ბრიტანეთსა და გერმანიაში.
მეტიც, Spotify-ზე 130 მილიონზე მეტ
სტრიმსაც კი
გადააჭარბა.“Chubina”-ს
ვირუსულად გავრცელების
შემდეგ, ხელახლა ჩაიწერა
სიმღერის სტუდიური
ვერსია.“2021 წელს როდესაც „Chubina“ ჩავწერეთ, საერთოდ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ასეთ გზას გაივლიდა. მუსიკა სპონტანურად, ძალიან უბრალო, სახლის პირობებში შეიქმნა - ტელეფონზე ჩაწერილი, ყოველგვარი სტრატეგიისა და მოლოდინის გარეშე. როდესაც დავინახეთ, რომ “Chubina” სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა და შაზამის გლობალურ ჩარტებში მოხვდა, პირველ რიგში გაოცება ვიგრძენით. რთულია სიტყვებით აღწერო განცდა, როცა შენი მუსიკა ისეთ ქვეყნებში ჟღერს, სადაც ადამიანები შეიძლება არც კი იცნობდნენ საქართველოს, ქართულ ენას, მაგრამ მაინც გრძნობენ იმ ემოციას, რასაც გადასცემ,“
- აღნიშნავენ East
Duo-ს წევრები.ფესვებიდან თანამედროვე ჟღერადობამდექართული
ფოლკლორისა და
კონკრეტულად ფანდურის
სიყვარული სამივე მათგანს
ბავშვობიდან მოსდევს.
მუსიკა მათთვის ყოველთვის
ყოველდღიურობის ნაწილი
იყო, და რა გასაკვირია, რომ
ხალხური სიმღერებიდან
მოდის ის ემოცია, სიღრმე და
მელოდიური განწყობა,
რომელიც დღეს East Duo-ს
შემოქმედებას
ახასიათებს.“Chubina”
პოპულარობის შემდეგ
გაიზარდა
პასუხისმგებლობა, გაჩნდა
ახალი შემოთავაზებები და
პროექტები. თუმცა მთავარი
მიზანი უცვლელი დარჩა:
შექმნან მუსიკა, რომელიც
მსმენელისთვის ემოციური
და შთამაგონებელია.დღეს East
Duo-ს აუდიტორია საკმაოდ
მრავალფეროვანია.“მსმენელები გვყავს ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან - სხვადასხვა კულტურისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანები, რომლებიც ჩვენს მუსიკაში საერთო ან განსხვავებულ ემოციას პოულობენ. ჩვენი აუდიტორია ასაკობრივადაც ფართოა. გვწერენ როგორც ახალგაზრდები, ისე უფრო ზრდასრული მსმენელები, რომლებიც აფასებენ სიმშვიდეს, სიღრმეს და ატმოსფეროს ჩვენს მუსიკაში,“ - ამბობს East
Duo.სამომავლო გეგმებიპოპულარობის
პიკში მყოფი ჯგუფისთვის 2026
წელი გამოწვევებით სავსეა,
როგორც თავად
აღნიშნავენ:„სამომავლოდ ძალიან აქტიური პერიოდი გველოდება.
2026 წელს ვგეგმავთ 6 ახალ რელიზს, რომლებიც ჩვენი შემოქმედების ახალ ეტაპს წარმოაჩენენ, შესაბამისად, თითოეულ ნამუშევარზე განსაკუთრებული ყურადღებით ვმუშაობთ. ასევე გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა ცოცხალ შესრულებაშიც უფრო მასშტაბურად წარმოვადგინოთ - სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აუდიტორიასთან.“გიორგის,
მამუკასა და ლევანის
მიზანი მარტივია: შექმნან
მუსიკა, რომელიც ქართულ
ფესვებსა და თანამედროვე
ჟღერადობას ჰარმონიულად
გააერთიანებს. სწორედ ეს
შინაგანი იმპულსი და ახლის
ძიების მუდმივი სწრაფვა
აქცევთ მათ
შეუჩერებლებად.უფრო მეტის გასაგებად იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ ჩერდებიან, ეწვიეთ ვებგვერდს: argacherde.bog.geEast
Duo-ს შესახებ კი ნახეთ ვიდეო.
1773231895