"საქართველოს ბანკის ჯგუფი" აცხადებს, რომ სომხეთში მდებარე მისმა შვილობილი ბანკმა Ameriabank-მა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან 200 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ თანხის ნახევარი (100 მილიონი) დაიხარჯება კლიმატურად მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, მეოთხედი ($50 მლნ) - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ხოლო დარჩენილი მეოთხედი($50 მლნ) - ქალების მართული ბიზნესების განვითარებისათვის.

Ameriabank-ის გენერალურმა დირექტორმა, არტაკ ჰანესიანმა, განაცხადა:

"ეს სესხი IFC-სა და სომხეთის ბანკებს შორის ყველაზე დიდი შეთანხმებაა. ის არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ მიზნებითაც უნიკალურია: კლიმატური პრობლემების მოგვარება, ქალ მეწარმეთა მხარდაჭერა და მდგრადი მომავლის შექმნა. დიდი მადლობა IFC-ს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.“

IFC-ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა, მარსელო კასტელანოსმა, აღნიშნა:

"ეს პარტნიორობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების კერძო ინვესტიციებს. ამერიაბანკი კლიმატური ფინანსირების ლიდერია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ კლიმატური დაფინანსება რეალურია და გავაძლიეროთ მისი განვითარება სომხეთის ბანკებში.“

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, განაცხადა:

"ეს შეთანხმება ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და სომხეთის ეკონომიკის გაძლიერებას. ამერიაბანკი სომხეთში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია და აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ადგილობრივი ბიზნესისთვის პოზიტიური ცვლილებების შექმნას. დიდი მადლობა IFC-სა და ამერიაბანკის გუნდებს წარმატებული თანამშრომლობისთვის.“

"საქართველოს ბანკის ჯგუფმა" სომხეთის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი Ameriabank-ი 2024 წელს შეიძინა.

BM.GE