,,ლარი ამჟღავნებს სტაბილურობას, მდგრადობას, ესაა მიღწეული როგორც ხელისუფლების გააზრებული ეკონომიკური საფინანსო პოლიტიკით, ისე საქართველოს როლის და ფუნქციების ზრდით გლობალური შრომის დანაწილებაში”, - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

,,საკმაოდ საინტერესო ტენდენცია ვითარდება ეროვნული ვალუტის რეზერვებთან დაკავშირებით. რეზერვებს არ აქვთ საკრალური დატვირთვა, რომ გინდა, თუ არა იზრდებოდეს და მისი ნებისმიერი შემცირება ტრაგიზმის კონტექსტში იქნას განხილული. რეზერვებს წმინდა პრაგმატული დატვირთვა აქვს. ეროვნული ბანკი იმისდა მიხედვით იყენებს, რა საჭიროებაც დგას ზოგადად ეკონომიკის საჭიროების, ფულად საკრედიტო სისტემის სტაბილურობისა და ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებისთვის.

რაც შეეხება ლარს: ლარი ამჟღავნებს სტაბილურობას, მდგრადობას, ესაა მიღწეული როგორც ხელისუფლების გააზრებული ეკონომიკური საფინანსო პოლიტიკით, ისე საქართველოს როლის და ფუნქციების ზრდით გლობალური შრომის დანაწილებაში”- განაცხადა არჩვაძემ.