კრემლი, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო, რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდას აფიქსირებს, განუცხადა პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

„რუსეთი იყო და რჩება როგორც ნავთობის, ასევე გაზის, როგორც მილსადენური გაზის, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის საიმედო მიმწოდებლად. მას ასევე შეუძლია უზრუნველყოს ყველა მიწოდების (კონტრაქტის) უწყვეტობა, რომელზეც ხელი მოაწერა“, - თქვა პესკოვმა.