2027 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსეთიდან გაზის შესყიდვის აკრძალვის დამტკიცების შემდეგ, ევროკომისია ბირთვული საწვავის მსგავს აკრძალვას ამზადებს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანა-კაისა იტკონენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს აკრძალვა მომზადების ფაზაშია. ეს უფრო რთული საკითხია, ამიტომ ვერ დავასახელებ ვადებს [მისი წარდგენის თარიღის], მაგრამ ეს თავის დროზე მოხდება“, - თქვა მან ევროკომისიის მიერ რუსეთიდან ბირთვული საწვავის აკრძალვის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.













