საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილები დაემატა.
კურსს კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია „ანოვას“ თანადამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
კურსი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისა და ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ვინც სტრატეგიული მარკეტინგისა თუ ზოგადად მართვის პრინციპებში იყენებს მონაცემებს და ხედავს მათ უპირატესობას. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების კულტურის ჩამოყალიბებას.
კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
- ბაზრის სეგმენტაცია და მიზნობრივი მარკეტის შერჩევა;
- მომხმარებლის ქცევა გადაწყვეტილების მიღების მამოძრავებელი ფაქტორები;
- მომხმარებლის გამოცდილება (CX) კვლევის ინსტრუმენტები და მეტრიკები;
- ორგანიზაციული კვლევა და თანამშრომლებისგან მიღებული ინსაითები ჩართულობის კვლევები - HR მეტრიკები - პერფორმანსის ანალიტიკა;
- მონაცემებზე დაფუძნებული ლიდერშიფის კულტურის ჩამოყალიბება აზროვნების სტილის ყოველდღიურ ოპერაციებში დანერგვა.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბიზნესკურსის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.












