,,რა თქმა უნდა, ინვესტიციები ძალიან კარგია და მივისწრაფვით იმისკენ, რომ განვავითაროთ როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციები. რაც უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მით უფრო წინ წავა ქვეყანა”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საინვესტიციო აქტივობა კონვერტირდება ეკონომიკურ კეთილდღეობაში.
„სავალუტო ფონდის შეფასებით, 2025 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი – როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური, პირველად გადააჭარბებს 8 მილიარდ დოლარს, 2030 წელს კი უკვე 12 მილიარდი დოლარი გახდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების ჯამი საქართველოში. საქართველო, როგორც სავალუტო ფონდის პროგნოზით, ისე მიმდინარე შეფასებით, ერთ-ერთი მოწინავეა საინვესტიციო პროცესების ზრდის თვალსაზრისით და, ბუნებრივია, ასეთი საინვესტიციო აქტივობა კონვერტირდება ეკონომიკურ კეთილდღეობაში, ეკონომიკურ ზრდაში და მოსახლეობის კეთილდღეობის მატებაში. რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა დუნდუამ.