“Nokia მოწადინებულია, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს საქართველოში” - ამის შესახებ Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და გერმანიის რეგიონულმა მენეჯერმა როლფ ვერნერმა განაცხადა.
როლფ ვერნერმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე გააკეთა მოხსენება. მან მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლის სამყარო” მიიღო.
“დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნოკიასთვის“ და ჩვენ მას ვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, განსაკუთრებით ციფრული ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მიმართულებით.
ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია აბსოლუტურად მისაბაძი მაგალითი იყოს იმის დემონსტრირების, თუ რა არის შესაძლებელი ინვესტიციების განხორციელების კუთხით რეგიონში, განსაკუთრებით კი თავად საქართველოში.
ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ენერგეტიკულ, კომუნალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურას. ნოკია კიდევ უფრო მოწადინებულია, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს აქ. ჩვენ დიდ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს ვხედავთ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს საერთო მდგომარეობას, სადაც გყავთ აქტიური ახალგაზრდა მოსახლეობა, გაქვთ კარგი უნივერსიტეტები და გყავთ მაღალკვალიფიციური ადამიანები, რომლებიც დემონსტრირებას აკეთებენ იმაზე , რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს.
ჩვენ ვართ ტექნოლოგიების მიმწოდებლები. განსაკუთრებით მობილური ქსელებისთვის ვმუშაობთ და საქართველოში ამის ბევრი მომხმარებელი გვყავს, სხვადასხვა მობილური ოპერატორები და ვაპირებთ ძალიან მალე განვვითარდეთ. ვპოზიციონირებთ არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ ბევრ რეგიონში, მაგრამ აქაური ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა როლფ ვერნერმა.
შეგახსენებთ, რომ 22-23 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ ტარდება. ფორუმი წელს უკვე მეხუთედ იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.