ნათია ჯანაშიას მცდარი გადაწყვეტილება და შეცდომაა “ბრიტანულ–ქართული აკა...
„ბოლო პერიოდში საჯარო
სივრცეში გააქტიურდა
ბრიტანულ-ქართული
აკადემიის პარტნიორთა
დავის საკითხი, რაც
მიუთითებს იმაზე, რომ იგი
უკვე გასცდა შიდა
კორპორატიულ ჩარჩოებს და,
გარკვეულწილად,
რეპუტაციულ განზომილებაში
გადადის.განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ის
გარემოება, რომ საუბარია
არა რიგით
საგანმანათლებლო
დაწესებულებაზე, არამედ
ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ
კერძო სკოლაზე
საქართველოში. მიმაჩნია,
რომ საჯარო რეზონანსი ასეთ
შემთხვევაში მხოლოდ
პარტნიორთა ინტერესებს არ
ეხება. ის გავლენას ახდენს
მშობლების, მოსწავლეების
და თანამშრომლების
ნდობაზე, რაც ინსტიტუციური
სტაბილურობის
მნიშვნელოვანი
კომპონენტია.ყურადღებას
იქცევს ერთი
მნიშვნელოვანი
გარემოებაც: დავა
მიმდინარეობს არა ყოფილ და
მოქმედ მესაკუთრეებს
შორის, არამედ მოქმედ
მეწილეებს შორის –
აკადემიის 30 პროცენტიანი
წილის მფლობელს, ქალბატონ
ნათია ჯანაშიასა და
„საქართველოს განათლების
ჯგუფს“ (“საქართველოს
კაპიტალი“) შორის. მსგავსი
ტიპის კონფლიქტი,
განსაკუთრებით
წარმატებული და
სტაბილურად მოქმედი
კომპანიის შემთხვევაში,
ქართული
ბიზნესრეალობისთვის
შედარებით იშვიათი
მოვლენაა.საყურადღებოა
ისიც, რომ დავის თაობაზე
ინფორმაცია თითქმის ორ
წელია მედია სივრცეში
ფაქტობრივად, ცალმხრივად
ვრცელდებოდა, რადგან
„საქართველოს კაპიტალი“
დღემდე თავს იკავებს
საჯარო სივრცეში ამ
საკითხზე საკუთარი
პოზიციის დაფიქსირებისგან
და გადაწყვეტის მართებულ
გზად სასამართლოს
მიიჩნევს.სამართლებრივი
პროცესი კი, დროთა
განმავლობაში, მხოლოდ
სამართლებრივ დავად აღარ
რჩება, რადგან რისკი
თანდათან გადადის თავად
ბიზნესზე, თუნდაც მისი
ოპერაციული საქმიანობა
სტაბილურად
მიმდინარეობდეს.პარტნიორთა
კონფლიქტი კრიზისი არ არის.
ბიზნესში განსხვავებული
ხედვები და ინტერესთა
დაპირისპირება ბუნებრივი
პროცესია. კრიზისი იწყება,
როდესაც პარტნიორთა
შეთანხმება არ შეიცავს
ეფექტურ ე.წ. „deadlock“-ის
მექანიზმს —
სახელშეკრულებო
დებულებებს, რომლებიც
განსაზღვრავს ჩიხში
შესული საკითხების
გადაწყვეტის გზებს,
როგორიცაა წილის
გამოსყიდვა, სავალდებულო
მედიაცია ან არბიტრაჟი და
სხვა…ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, ჩემი
შეფასებით, დავის ძირითადი
საკითხია შპს-ის წილის
საბაზრო ღირებულების
განსაზღვრა. პრაქტიკაში
მსგავსი საკითხი
შემდეგნაირად წყდება: თუ
საქმე სასამართლოში
განიხილება, მოსამართლე
ნიშნავს დამოუკიდებელ
ექსპერტს, რომელიც ადგენს
კომპანიის რეალურ საბაზრო
ღირებულებას და წარადგენს
შესაბამის დასკვნას.
ფაქტობრივად, ასეთი ტიპის
დავის გადაწყვეტის სხვა
ეფექტიანი მექანიზმი არ
არსებობს.„საქართველოს
განათლების ჯგუფის“
მოთხოვნის საფუძველზე
შეფასება ჩაატარა ლევან
სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურომ, რომელიც
წარმოადგენს სახელმწიფო
საექსპერტო
დაწესებულებას. ბიუროს
დასკვნის თანახმად,
გარიგების განხორციელების
მომენტში 70%-იან წილში
„საქართველოს კაპიტალის“
მიერ გადახდილი თანხა (29 309
905.66 ლარი) ნახევარ მილიონ
ლარზე მეტით აღემატებოდა
იმ დროისთვის არსებულ
საბაზრო
ღირებულებას.აღნიშნული
გარემოება დასტურდება
ექსპერტის დასკვნით.
წარმოდგენილი შეფასების
ფარგლებში, ფასის
შესაბამისობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე
ბიუროს პოზიცია მკაფიოდ
არის დაფიქსირებული.
შესაბამისად, საბაზრო
ღირებულებასთან
დაკავშირებით კითხვები
აღარ რჩება.ასევე
დადგენილია, რომ
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ 70% საქართველოს
კაპიტალმა 2019 წელს 30 მილიონ
ლარად შეიძინა. დავა
აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით 2024 წელს
დაიწყო, მას შემდეგ, რაც
„მენეჯმენტ კონტრაქტის“
ვადის გასვლის შემდეგ,
მოდავე მხარე, ქალბატონი
ნათია ჯანაშია, დირექტორის
პოზიციიდან
გაათავისუფლეს.ამასთან,
საყურადღებოა ის
გარემოებაც, რომ
გარიგებიდან რამდენიმე
წლის შემდეგ, როდესაც
მენეჯმენტს ჩამოშორებულ
მხარეს — ქალბატონ ნათია
ჯანაშიას — პრეტენზიები
წარმოეშვა, საქართველოს
კაპიტალი მზადყოფნას
გამოთქვამდა
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ დარჩენილი
30%-იანი წილის
გამოსყიდვასთან
დაკავშირებით დაახლოებით 25
მილიონი ლარის გადახდაზე.
აღნიშნული თანხა 33
პროცენტით აღემატებოდა იმ
ფასს, რომელსაც ქალბატონი
ნათია ჯანაშია სთავაზობდა
საქართველოს კაპიტალს
საკუთარი წილის
გამოსყიდვის
სანაცვლოდ.წარმოდგენილი
გარემოება შეიძლება
შეფასდეს როგორც
კომპანიის მხრიდან დავის
გამწვავების თავიდან
არიდებისა და შეთანხმების
გზით მოგვარების
მზადყოფნის მანიშნებელი
ფაქტორი, მათ შორის,
შედარებით მაღალი
საფასურის შეთავაზების
კონტექსტში.ამ დავას კიდევ
ერთი საგულისხმო ასპექტი
აქვს – ქალბატონ ნათია
ჯანაშიას მხარე
„საქართველოს განათლების
ჯგუფთან“ დავას
ბრიტანეთშიც აწარმოებს.
საერთაშორისო
იურისდიქციის ჩართვამ
საქმეს პოლიტიკური
განზომილება შესძინა,
რადგან ლონდონში შეტანილი
სარჩელი შესაძლოა
გამოყენებულ იქნეს არა
მხოლოდ სამართლებრივი
არგუმენტაციის კუთხით,
არამედ საქართველოს შიდა
პოლიტიკურ პროცესებზე
გავლენის მოსახდენად,
ქვეყნის საერთაშორისო
რეპუტაციული პოზიციის
განსაზღვრისა და
საზოგადოებრივი აზრის
ფორმირების კონტექსტში.იმ
გარემოებასაც აქვს
მნიშვნელობა, რომ
საქართველოს კაპიტალის
აქციები კოტირებულია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე,
რაც საქმის შინაარსს
საინვესტიციო და
რეპუტაციულ ჭრილში
სენსიტიურობას
მატებს.საჯაროდ
გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად, იკვეთება, რომ
ქალბატონი ნათია ჯანაშია,
ერთი მხრივ, საქართველოში
მიმართავს ქვეყნის
პოლიტიკურ და
სამართალდამცავ ორგანოებს
შესაბამისი სამართლებრივი
რეაგირების მოთხოვნით,
ხოლო, მეორე მხრივ,
ბრიტანეთის სასამართლოში
საქმის განხილვის
დასაბუთებისას მიუთითებს
გარემოებებზე, რომლებიც,
მისი შეფასებით,
საქართველოში მოქმედი
ხელისუფლების მიერ
ევროინტეგრაციის კურსიდან
გადახვევასა და ქვეყნის
შიდა
პოლიტიკურ-ეკონომიკურ
პროცესებზე ოლიგარქიული
გავლენების არსებობას
უკავშირდება.ამავე
კონტექსტში იგი საუბრობს
სასამართლო სისტემასთან
დაკავშირებულ
პრობლემებზე, მათ შორის
დამოუკიდებლობისა და
ეფექტიანობის საკითხებზე.
აღნიშნულ გარემოებებზე
დაყრდნობით,
განმცხადებელი ასაბუთებს,
რომ საქართველოში
სამართლებრივი დაცვის
ეფექტიანი საშუალებების
გამოყენება, მისი პოზიციით,
ვერ უზრუნველყოფს
სათანადო შედეგს, რის გამოც
იგი მიმართავს ბრიტანეთის
სასამართლოს.მსგავსი
მიდგომა იწვევს
დასაბუთებულ კითხვებს
მისი პროცესუალური
კეთილსინდისიერების
შესახებ. არსებული
გარემოებების
გათვალისწინებით, იქმნება
შთაბეჭდილება, რომ დავაში
უპირატესობის მიღწევის
მიზნით გამოიყენება
პოლიტიკური არგუმენტაცია,
რაც, როგორც ლონდონის
სასამართლოსთან, ისე
საქართველოსთან
მიმართებით, აჩენს
კეთილსინდისიერების
სტანდარტთან
შესაბამისობის
საკითხს.ამასთან,
გავრცელებული
ინფორმაციით, ბრიტანულმა
გამოცემა „ტელეგრაფმა“
ქართველი კონტრიბუტორის,
ირაკლი მაჩაიძის მასალა
საკუთარი ვებგვერდიდან
წაშალა. საჯარო წყაროებში
გამოითქვა ვარაუდი, რომ
აღნიშნული გადაწყვეტილება
შესაძლოა, დაკავშირებული
ყოფილიყო მასალაში
ფაქტობრივი გარემოებების
სიზუსტესთან.აღნიშნულ
სტატიაში ქალბატონი ნათია
ჯანაშიას მოხსენიება იმ
კონტექსტში, სადაც საუბარი
იყო საქართველოს მიმართ
სანქციების შესაძლო
დაწესებაზე, ინვესტორთა
გადინებასა და უარყოფით
ეკონომიკურ პროგნოზებზე,
წარმოშობს კითხვებს
სხვადასხვა ინტერესთა
ჯგუფების შესაძლო
პოლიტიკურ თუ სხვა სახის
კავშირების შესახებ.რა
თქმა უნდა, მე არ ვცდილობ,
რომელიმე მხარის
არგუმენტაციის დაცვას და
არც სამართლებრივ
დეტალებში შესვლას.
ვმსჯელობ მხოლოდ იმ
ფაქტობრივ მასალაზე
დაყრდნობით, რაც მხარეების
და საზოგადოებრივი
დამკვირვებლების მიერ
საჯარო სივრცეშია
წარმოდგენილი.დავის
საჯაროდ აქტიური მხარე —
ქალბატონი ნათია ჯანაშიას
წარმომადგენლობა — უცხოურ
მედიასა და სამართლებრივ
სივრცეში აჟღერებს იმგვარ
დეტალებს, რომლებიც
უშუალოდ დავის საგანს არ
უკავშირდება, და საკითხს
პოლიტიკურ კონტექსტს
ანიჭებს. აღნიშნულმა
მიდგომამ შეიძლება
შექმნას რისკი, რომ დავა
აღქმული იყოს არა მხოლოდ
კერძო-სამართლებრივ
ჭრილში, არამედ ქვეყნის
იმიჯისა და საინვესტიციო
გარემოს კონტექსტშიც, რაც
პოტენციურად ნეგატიურ
გავლენას მოახდენს
რეპუტაციულ
გარემოზე.მიმაჩნია, რომ
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ დავის
პოლიტიკურ კონტექსტში
წარმოჩენა წარმოადგენს
ნათია ჯანაშიას მხრიდან
არსებითად მცდარ და
გაუმართლებელ
გადაწყვეტილებას.დავა
უნდა გადაწყდეს
სამართლებრივი
მექანიზმების ფარგლებში —
ალტერნატივა პრაქტიკულად
არ არსებობს. თუმცა
მნიშვნელოვანია, რომ ამ
პროცესში დაცული იყოს
საქართველოს საინვესტიციო
გარემოს სტაბილურობა და არ
შეიქმნას ისეთი
კომუნიკაციური ან ქმედითი
პრაქტიკა, რომელიც ზიანს
მიაყენებს როგორც ქვეყნის
რეპუტაციას, ისე
შესაბამისს საზოგადოებრივ
ინტერესებს”, - წერს
ცუცქირიძე.
1772618984