ფედრეზერვი სექტემბერში განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს. TBC კაპიტალის მიმოხილვით, ამას ელოდება ეკონომისტების უმრავლესობა. 

FOMC - ისგან (ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტის) უფრო მეტი (50 პუნქტყით შემცირების) შერბუილების საჭიროებაზე მოწოდებებით,  უოლ სტრიტის ზოგიერთი მსხვილი  ბანკი გამოდის.

მიმდინარე დებატების ფონზე, Goldman Sachs-მა 12 თვიანი წინასწარი რეცესიის რისკის შეფასება 15%-დან 25%-მდე გაზარდა, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელება „სავარაუდოდ გაცილებით მეტადაა მოსალოდნელი“ ვიდრე რეცესია.

ამავდროულად, JPMorgan Chase-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის კვლავაც ინარჩუნებს შეხედულებას, რომ აშშ-ის ეკონომიკის რბილი დაშვება 35%-40%-იან ალბათობას წარმოადგენს.

საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინმა, შესაძლოა მოთოკოს დოლარის ზრდის და ეროს ბაზარი წაახალისოს.

ევრო/დოლარის წყვილი, 1.0915-სთან ახლოს ივაჭრება. დოლარს გაუმჯობესებული განწყობები და ობლიგაციების შემოსავლიანობა ასტიმულირებს, თუმცა  მაინც ფიქრობენ, რომ ფედრეზერვის არაფრთხილი შემცირება ევროს გაზრდის.

ბაზრები 69.5%-იანი ალბათობით ელიან განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით კლებას, რაც წინა კვირაში 13.2% იყო.