გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით, ღირებულება კი, 86%-ით (1.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.1 ათასი ტონა ვაშლი.

მზარდია როგორც ვაშლის ექსპორტის რაოდენობა, ასევე საშუალო საექსპორტო ფასი.

1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 16% -ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%- ით გაიზარდა თებერვლის თვეში და 0.76$/კგ დაფიქსირდა.

ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15 083 ტონა); ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში , 110 ტონა სომხეთში და 44 ტონა სხვა ქვეყნებში.