საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „კრედო ბანკი" დააჯარიმა.

5 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, „კრედო ბანკი“ 60 000 ლარით შემდეგი მიზეზებით დაჯარიმდა:

  • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო;
  • 6 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა;
  • 2 კლიენტთან მიმართებით, რისკის შესაბამისად არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება;
  • 1 კლიენტთან მიმართებით, კომერციულმა ბანკმა არ განახორციელა შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
  • 1 კლიენტთან მიმართებით, გამოვლინდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.