ზოგი კომპანია პროდუქციას ქმნის, ზოგი - სერვისს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ორივეს აერთიანებენ.
სწორედ ასეთი კომპანია შექმნეს წლების წინ მუსიკისა და ტექნოლოგიების ენთუზიასტებმა, რომლებმაც საქართველოში ხელმისაწვდომი გახადეს ერთი მხრივ საერთაშორისო მუსიკალური ბრენდები და ინსტრუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მეორე მხრივ კი დაიწყეს აუდიოვიზუალური სტანდარტების დანერგვა მაშინ, როდესაც გამართული აკუსტიკური გარემო არცთუ ისე მოთხოვნადი იყო ბაზარზე.

2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტები პრაქტიკულად არ იყო ხელმისაწვდომი. არც საერთაშორისო ბრენდების ქვეყანაში შემოტანა იყო მარტივი საქმე, თუმცა გუნდმა რომელსაც მუსიკის სიყვარული აერთიანებდა, სირთულეები ახალ შესაძლებლობებად აქცია და შექმნა მუსიკალური ინსტრუმენტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი “მუსიკის სახლის” სახით.
აქ ერთ სივრცეში თავს იყრის მუსიკალური ინსტრუმენტები, აუდიოტექნიკა და ცნობილი საერთაშორისო ბრენდები, რაც საშუალებას აძლევს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მუსიკოსებს, შეიძინონ საკუთარი საჭიროებების შესაბამისი პროდუქტი. “მუსიკის სახლის” მიზანია არა მხოლოდ ინსტრუმენტების მიწოდება, არამედ მუსიკალური კულტურის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება მუსიკის შესაძლებლობების შესახებ.
“ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია, თუ როგორ იცვლება მომხმარებელი ჩვენთან ერთად. მიხარია, რომ ახალგაზრდებში მუსიკის ინტერესი ძალიან გაზრდილია. მათი ლაღი, თავისუფალი, ექსპერიმენტული მიდგომა ინსტრუმენტების მიმართ ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია, უწყვეტად გავაგრძელოთ არა მხოლოდ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების შემოტანა, არამედ აუდიტორიას გავაცნოთ ახალი ინსტრუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, იქნება ეს პროფესიონალური, თერაპიული თუ სამოყვარულო საკრავები.” - ამბობს ნინო დევაძე, მუსიკის სახლისა და solux-ის თანადამფუძლებელი.
მუსიკისა და ტექნოლოგიების სიყვარულით გაერთიანებულმა იგივე გუნდმა ჯერ კიდევ 2002 წელს შექმნა დღეს უკვე “solux”-ის სახელით ცნობილი სერვისი, რომელიც პროფესიონალურად გეგმავს აუდიოვიზუალურ სივრცეებს. აქ სჯერათ რომ კარგად დაგეგმილი აუდიოვიზუალური გარემო არა მხოლოდ ტექნიკური კომფორტია, არამედ ემოციური გამოცდილება, რომელიც გულსა და გონებაში მუდმივად რჩება.
ისტორია უკვე 20 წელზე მეტია იწერება და დღესაც იმავე ენთუზიაზმითა და დიდი სამომავლო ხედვებით გრძელდება როგორც დასაწყისში. გზა, რა თქმა უნდა, მარტივი არაა, თუმცა სიახლეებს, ცვლილებების და ექსპერიმენტების უკან კომპანიის მყარი ღირებულებები და სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობაა, რაც იდეების მუდმივი რეალიზებისა და განვითარების საფუძველს ქმნის.
ყველაფერი კი ერთ იდეას ემსახურება - ადამიანებმა მეტი იგრძნონ, მეტი გამოხატონ და ერთმანეთთან უფრო ახლოს იყვნენ. სწორედ ასეთ ფილოსოფიაზე დგას კომპანია, რომელიც აერთიანებს მუსიკის სამყაროსა და აუდიოვიზუალურ ტექნოლოგიებს - იქ, სადაც ხმა იბადება და შემდეგ გამოცდილებად გარდაიქმნება.












