ნავთობისა და გაზის კომპანია Qatar Energy-მ იაპონიის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანია JERA Co-სთან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გაყიდვის 27-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

ხელშეკრულების თანახმად, JERA ყოველწლიურად Qatar Energy-სგან დაახლოებით 3 მილიონ ტონა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიღებას აპირებს. სააგენტოს ცნობით, კატარმა გასულ წელს იაპონიას დაახლოებით 3.3 მილიონი ტონა საწვავი მიაწოდა.

ეს შეთანხმება კატარისთვის დადებით ნიშნად ითვლება, რადგან ქვეყანა ბოლო წლებში იაპონიაში პოზიციებს თანდათან კარგავს, რადგან ეროვნული ენერგეტიკული კომპანიები სხვა ექსპორტიორებთან, მაგალითად, აშშ-სთან შედარებით, მიწოდების უფრო მოქნილ პირობებს ამჯობინებენ.