“ტურისტულ კომპანიებს უკვე ჯგუფური შეკვეთებიც აქვთ, ჯავშნები ძალიან აქტ...
კვაჭანტირაძემ, ტურიზმის
სექტორში არსებულ
ვითარებასა და ზაფხულის
ტურისტულ სეზონთან
დაკავშირებულ მოლოდინებზე
ისაუბრა.მისი თქმით, კერძო
სექტორის წარმომადგენლები
მარტის თვიდან
საერთაშორისო ბაზრებიდან
მოთხოვნას აქტიურად
იღებენ.“რაც შეეხება
ტურიზმის მდგომარეობას
დღევანდელ დღეს: პირველ
რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ
ძალიან მნიშვნელოვანია,
ტურიზმის განვითარების
პერსპექტივებზე უფრო
დეტალურად ვისაუბროთ და
ძალიან კარგია, რომ დღეს
ამაზე აქცენტს ვაკეთებთ.
“საქართველოს ტურიზმის
ასოციაცია” კერძო
სექტორის ერთ-ერთ მსხვილ
გაერთიანებას
წარმოადგენს, მასში 300-მდე
იურიდიული პირია
გაწევრიანებული, რაც იმის
საწინდარია, რომ წლიდან
წლამდე ინტერესი იმისა, რომ
კერძო სექტორის
წარმომადგენლები
ასოციაციას შემოუერთდნენ,
იზრდება. ყოველწლიურად
ჩვენ ვცდილობთ,
მაქსიმალურად შევძლოთ და
ჩვენს წევრებს
დავუკავშირდეთ. მათთან,
თითქმის, ყოველთვიური
კომუნიკაცია გვაქვს
იმისთვის, რომ გავიგოთ ის
ბიზნეს მოლოდინები,
რომელიც კერძო სექტორის
წარმომადგენლებს, ზოგადად,
სეზონის წინ
აქვთ.შესაბამისად, ჩვენ
როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ
რა მაჩვენებლები გვაქვს
ტურიზმში, როგორია
განვლილი პერიოდი, ან რა
პერსპექტივები გვაქვს
მომავალში, მონაცემების
წარმოდგენას სწორედ
ასოციაციის ჭრილში მათზე
დაყრდნობით ვაკეთებთ.
გაზაფხულის პერიოდში
მიმდინარე პროცესების
შესახებ ასოციაციის
წევრებში მომდევნო
მოკვლევა ჩავატარეთ და
მიმდინარე სეზონთან
დაკავშირებით საკმაოდ
საინტერესო პროცესი
გამოიკვეთა. კერძო
სექტორის წარმომადგენლები
მარტის თვიდან,
საერთაშორისო ბაზრებიდან
მოთხოვნას უკვე აქტიურად
იღებენ და ზაფხულის
პერიოდში უკვე აქტიურად
ემზადებიან იმისთვის, რომ
არსებული მოთხოვნა,
ჯავშნები წარმატებით იყოს
ჩატარებული. რაც შეეხება
მოლოდინებს: ბიზნესი
ყოველთვის ცდილობს, რომ
ყოველთვის მაქსიმალურად
დადებითად განეწყოს,
რადგანაც ეს მათი
საქმიანობაა და როცა ჩვენ
ტურიზმის განვითარებაზე
ვსაუბრობთ, შემოსავლითი
წილი, პირდაპირი წესით
კერძო სექტორის ძალიან დიდ
წილთან და
მაჩვენებელთანაა
დაკავშირებული. ტურიზმი ეს
არის სწორედ სექტორის
აქტიური მონაწილეობა
პროდუქტების
შეთავაზებებში და რა თქმა
უნდა ,ის ინფრასტრუქტურა,
რომელიც ქვეყანაში წლიდან
წლამდე იზრდება (
ვგულისხმობ სასტუმროებს,
კვების ობიექტებს) ამის
პირდაპირი საწინდარია.
რაოდენობაზე [ტურისტების]
როცა ვაკეთებთ აქცენტს ,
ყურადღება უნდა
გამახვილდეს ყოველწლიურ,
გაზრდილ მაჩვენებელზე.
მთავარია, ქვეყანაში
მშვიდი და სტაბილური
გარემო იყოს, ბიზნესი თავის
გასაკეთებელს ყოველთვის
გააკეთებს და შესაბამისად,
ის ხარჯები, რომელიც მათ
წლიდან წლამდე აქვთ
იმისთვის, რომ ჩვენს
ქვეყანაში განსხვავებული
ბაზრები, ახალი
პარტნიორები მოიზიდონ,
გამართლებული უნდა
იყოს.მიგვაჩნია, რომ კერძო
– საჯარო თანამშრომლობა ამ
პროცესში უპირობოდ
მნიშვნელოვანია.
მოგეხსენებათ,
მარკეტინგულ წილში
სახელმწიფოს მხრიდან დიდი
დანახარჯები კეთდება,
ძალიან კარგია და
მისასალმებელია, რომ ამ
პროცესში სექტორის
წარმომადგენლებიც არიან
ჩართულები, ბიზნესი ძალიან
ბევრ საერთაშორისო
გამოფენაში იღებს
მონაწილეობას სწორედ
იმისთვის, რომ მათი ბიზნეს
საქმიანობა წარმატებული
იყოს და შესაბამისად,
ტურისტების რაოდენობა
ყოველწლიურად გაიზარდოს
ქვეყანაში, ნაკადების
ხარისხობრივი წილიც
გავზარდოთ და მათი
დანახარჯები ქვეყანაში
შემოსავლიანი იყოს.ახლა
მიმდინარე პროცესები
შემდეგი გახლავთ: სეზონი,
ფაქტობრივად, აქტიურ
ფაზაში შესულია და ივნისის
შუა რიცხვებიდან ტურიზმში
ნებისმიერი ბიზნესის
მიმართულებას უფრო
აქტიური დატვირთულობა
ექნება, ეს არის
სასტუმროები, კვების
ობიექტები, თუ ტურისტული
კომპანიები. ძალიან
გვახარებს ის ფაქტი, რომ
ტურისტულ კომპანიებს უკვე
ჯგუფური შეკვეთებიც აქვთ,
ჯავშნები ძალიან აქტიური
და მზარდია, რაც იმის
საწინდარია, რომ ზაფხული
ძალიან კარგი და
წარმატებული
გვექნება.მაჩვენებლებს
რაც შეეხება, ძირითადი
აქცენტი ყოველთვის
ზაფხულის და ზამთრის
სეზონზე კეთდება. როცა ჩვენ
შემოსავლის წილზე
ვსაუბრობთ, ზაფხულის
სეზონი ჯერ კიდევ წინ არის,
აქედან გამომდინარე, ეს
პერიოდი მაქსიმალურად
უნდა გამოვიყენოთ, რათა
სეზონი წარმატებით
დავასრულოთ, ბიზნესის
მიღწევები წარმატებული და
შედეგიანი იყოს”-
განაცხადა ნატა
კვაჭანტირაძემ.მისივე
თქმით, ბიზნესი ახალი
ტურისტული პროდუქტების
შექმნის მიმართულებით
მუშაობს.“ასევე
მნიშვნელოვანია, რომ
ბიზნესი აქტიურად მუშაობს,
რომ ახალი ტურისტული
პროდუქტები შექმნას, უფრო
მეტი აქცენტი გააკეთოს არა
ტრადიციულ მარშრუტებზე,
არამედ იმაზე, რომ
შეთავაზებების ნაწილი
უფრო მრავალფეროვანი იყოს.
მაგალითად, ახალ ტურისტულ
პროდუქტებზე როცა
ვსაუბრობთ, ძირითადად,
აქცენტი კეთდება იმაზე, რომ
ტურისტულ პაკეტში ახალი
ობიექტები ჩაერთოს და უფრო
მეტად საინტერესო იყოს
მომხმარებლებისთვის,
რომლებიც ქვეყანაში
განმეორებით შემოდიან.
ძალიან ინტენსიურად
მიმდინარეობს
კომბინირებული ტურების
შეთავაზება. ეს
განსაკუთრებით კავკასიის
რეგიონს
უკავშირდება.ამაში
სომხეთის, საქართველოს,
აზერბაიჯანის ძალიან
აქტიური თანამშრომლობითი
წილია. ახლა ინტერესი ასევე
თურქეთის მხრიდანაა, რათა
კომბინირებული
შეთავაზებები იყოს
გამოყენებული, რაც
ნებისმიერი ევროპელი
მომხმარებლისთვის ასევე
ძალიან საინტერესოა.
მოგეხსენებათ, ტურიზმში
დღეს ძალიან
მნიშვნელოვანი და
პრიორიტეტული ევროპული
ბაზრებია. ახლა
სახელმწიფოს მხრიდანაც
გამოცხადდა, რომ
დაახლოებით რვა ქვეყნის 32
ქალაქში აქტიური
მარკეტინგული კამპანიები
გაკეთდება, რაც თავისთავად
იმის საწინდარია, რომ
ჩრდილო ევროპის, ინგლისის
ტურისტები ჩვენი ქვეყნით
აქტიურად
დაინტერესდებიან. ეს
მათთვის სრულიად ახალი
ტურისტული დანიშნულების
ადგილია და ამ ნაწილშიც
ძალიან დაბალანსებული
შეთავაზება უნდა გვქონდეს,
ჩვენს სტუმრებს ძალიან
მაღალხარისხიანი
მომსახურება უნდა
შევთავაზოთ. კერძო სექტორი
აქტიურად ცდილობს, რომ მათი
ხარისხობრივი
შეთავაზებები წლიდან
წლამდე გაუმჯობესებული
იყოს და ამაში ჩვენ,
ასოციაცია ძალიან
აქტიურად ვეხმარებით, რათა
რეკომენდაციები იყოს
გაცემული, თუ რა სჭირდება
ამა თუ იმ ქვეყნის
მომხმარებელს”- განაცხადა
კვაჭანტირაძემ.
1748426639