ილონ მასკის მიერ დაარსებული ამერიკული კომპანია Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად იკლებს.

აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში 5 475 Tesla-ს ავტომობილი გაიყიდა - 52,6 პროცენტით ნაკლები 2024 წლის იმავე თვესთან შედარებით.

ამის შესახებ სამშაბათს, 27 მაისს, ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია ACEA-მ იტყობინება.

აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველ ოთხ თვეში Tesla-ს გაყიდვები წინა წელთან შედარებით 46,1 პროცენტით შემცირდა - 41 677 მანქანამდე.