„საერთაშორისო ინვესტორებს იზიდავთ საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სექტორის მდგრადობა ნებისმიერი გარე გაურკვევლობისა თუ შოკების მიმართ. იაპონელი ინვესტორი საფინანსო სექტორში ყველა ქვეყნისთვის სასურველია. ეს ქვეყანა ცნობილია საფინანსო სექტორის სიმყარით და ინვესტირების ხანგრძლივი ტრადიციებით, რომლებიც სტაბილურად და მუდმივად ზრდიან თავიანთ დაფინანსებას ქვეყნებში. Gojo & Company-ის გეგმები საქართველოში გრძელვადიანია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსხვილი იაპონური ჰოლდინგის „Gojo & Company“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ტაეჯუნ შინს შეხვდა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრად ფინანსურ სექტორზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მისი თქმით, იაპონელი ინვესტორი საფინანსო სექტორში ყველა ქვეყნისთვის სასურველია.

თავის მხრივ, Gojo & Company-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.