2024 წელს ბაქოში ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრის ჩასატარებლად საბიუჯეტო ხარჯებმა 168 მილიონი მანეთი შეადგინა. ეს ინფორმაცია ასახულია „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ კანონპროექტში.

აზერბაიჯანის გრან-პრი 2024 წელს სექტემბერში გაიმართა.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საერთაშორისო, ეროვნული და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 195,9 მილიონი მანეთი გამოიყო.