პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს და პირველი შეხვედრა 27 მაისს ბათუმში, სასტუმრო რუმსში გაიმართება.

წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა „მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე“ და მისი მიზანია მცირე ბიზნესებისთვის იმ პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება, რომელიც მათ განვითარებასა და ყოველდღიური გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე მიიღებენ ინფორმაციას:

  • მარკეტინგი და გაყიდვები - როგორ გავიდეთ უფრო დიდ ბაზარზე
  • ფინანსების მართვა - ციფრებიდან სტრატეგიამდე
  • მეწარმედან მენეჯერამდე - ოპერაციული ჩართულობიდან სტრატეგიულ როლზე გადასვლა

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს ბიზნესის განვითარებისთვის ახალი იდეების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სასარგებლო კონტაქტების მიღება.

Rooms Batumi

27 მაისი / დასაწყისი 17:00

დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/4tEzBZt