საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აუმჯობესებენ, თუმცა მთავრობის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა IMF-ის პროგნოზზე მაღალი იქნება.

„ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მათ შორის ბოლოს IMF-მა, სავალუტო ფონდმა 6%-მდე ასწია და ეს ინფორმაცია მალე ალბათ საჯარო გახდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.