სლოვაკეთი აზერბაიჯანთან მინიმუმ 10 წლით გათვლილ გრძელვადიან კონტრაქტს განიხილავს.

ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ტომაშ ტარაბამ განაცხადა.

„სლოვაკეთი ენერგომომარაგებების დივერსიფიკაციას ცდილობს და აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან საიმედო პარტნიორია. ერთადერთი კითხვაა, თუ როგორ მივაწოდოთ ენერგორესურსები ცენტრალურ ევროპას.

საქმე იმაში არ არის, გვსურს თუ არა თქვენი ენერგორესურსების მიღება, არამედ იმაზე, თუ როგორ მივაწოდოთ ისინი ცენტრალურ ევროპას. ამჟამად განვიხილავთ, რომელი მილსადენების გამოყენება და რა რაოდენობით შეიძლება“, - თქვა მან.