თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.
IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა.
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსურინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსისმოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობასმოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსურიპროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთდა კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესებისზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვანწვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაში. ესშეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტადდაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსურიინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორისმიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფისგენერალური დირექტორი.
„საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაოადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირეკომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანიდაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობისმეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალოსაწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობისგაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიანგამოყენებას, კერძო ბიზნესის ზრდას, განვითარებაშითანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსურიინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერიევროპაში.
“CDP აგრძელებს საერთო მიზნებსა და ნდობაზედაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა დათიბისისთან თანამშრომლობით, ასევე თიბისი ლიზინგთანუკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელსუწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემისგაძლიერებას და ამავდროულად, ამყარებსსაქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, - ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსურიინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსებისხელმძღვანელი.
„დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორძლიერდება იტალიასა და საქართველოს - კერძოდ, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებულიკავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილისასესხო ხელშეკრულება, რომელიც CDP-ს მიერსაქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნებისეკონომიკის მთავარი საყრდენის - მიკრო, მცირე დასაშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფინანსურირესურსის მოზიდვის გარდა, ეს შეთანხმება საუკეთესოპრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა, რაც კიდევუფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორისგანვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, - საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანოდ’ანტუონო.
ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი - გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში - თეა გიგიბერია და CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი - ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდნენ.












