ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიაქტიურად განაგრძობს გადასახადისგადამხდელებზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას, რომლისფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდსwww.rs.ge ახალი საინფორმაციო სივრცესახელწოდებით - ახლადრეგისტრირებულთათვის დაემატა. შესაბამის განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„აღნიშნული საინფორმაციო ფანჯარა არისერთიანი სისტემა/სტრუქტურა, სადაცდაინტერესებულ პირს შეუძლია, მარტივადმოიძიოს ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ათვალიერებსსხვადასხვა დოკუმენტაციას - მეწარმე სუბიექტების(მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ინდივიდუალურიმეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი და სხვა) მიერ საგადასახადო რეგისტრაციის, დეკლარაციისწარდგენის, კანონმდებლობასთან დაკავშირებულისაკითხების შესახებ, რაც მათ დროულინფორმირებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, - ნათქვამია განცხადებაში.