გალტ & თაგარტის 13–17 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართულმა კომპანიამ პლუსში დახურეს. ყველაზე შთამბეჭდავი პროცენტული ზრდა თიბისი ბანკის ჯგუფმა დააფიქსირა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 116.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.81% წინა კვირასთან შედარებით და +17.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 415 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.90 - 116.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 81 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.84% წინა კვირასთან შედარებით და +22.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.18 - 52.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 40.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.62% წინა კვირასთან შედარებით და +13.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 339 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.50 - 41.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.












