პროექტ "მომავალი თქვენიას" ფარგლებში მერაბ დვალიშვილი მის სტუმრებთან ერთად გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის მოსწავლეებსა და გალფის სტიპენდიანტებს შეხვდა, სადაც UFC-ის ჩემპიონმა მისი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარა ახალგაზრდებს
პროექტ "მომავალი თქვენიას" ფარგლებში მერაბ დვალიშვილი სტუმრებთან ერთად გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის მოსწავლეებსა და გალფის სტიპენდიანტებს შეხვდა


შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
1753874498

„2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაცია, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს კარგად ასახავს, მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბლა შენარჩუნდა და 2.3 პროცენტს გაუტოლდა. ასევე, თითქმის ორი წელია მიზნობრივ დონეზე დაბალია საბაზო ინფლაცია. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, წინა კვარტალის პროგნოზის მსგავსად, მეტწილად გლობალურად არსებული ტენდენციებისა და წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება. კვლავ ძლიერი ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტწილად ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით არის განპირობებული, რაც ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და პირველ ხუთ თვეში ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სებ-ის ცენტრალური სცენარით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა.გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი არაერთხელ გადაიხედა, რომლის ხელახალი გამწვავებაც გლობალურად ეკონომიკის ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაამწვავებს. აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს წარმოქნის, რაც სტაგფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაცია რეგიონის რისკიანობას გაზრდის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან წნეხს წარმოქმნის. ამავდროულად, საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციები. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი. ამ რისკების რეალიზება კი, ცენტრალურ სცენართან შედარებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, პროდუქტიულობა შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ასევე, აღნიშნულ სცენარში მოიაზრება დოლარის ინდექსის გლობალურად შესუსტებული პოზიცია და სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასების სწრაფი ნორმალიზება. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.
1753874363

ნიკოლოზ გულუას განცხადებით, „ქართუ ბანკი“ არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას, „ტვ პირველის“ მხრიდან ცილისწამება კი არის ის რომ „ქართუ ბანკის“ დისკრედიტაცია მოხდეს და ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფის ინტერესების გამტარებელ ბანკად. „ასევე, მოხსენიებულ იქნა, რომ ბანკი წარმოადგენს ყველაზე არაგამჭვირვალე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში და აი ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება. ისევე როგორც, სხვა შემთხვევებში, ჩვენ არა ერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ. სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია.ცილისწამების მიზანი არის ის, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩინდეს როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი ეროვნული ბანკის რეგულაციებს იცავს, დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“,- განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.
1753874118

„საჯარო სამსახური უნდა იყოს კომფორტული ადგილი იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ შეხედულებებზე აცხადებენ. სამთავრობო უწყებაში სამუშაო ადგილზე რელიგიური დისკრიმინაციის დაშვება კანონის დარღვევაა. მას ასევე შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ახალი, რელიგიური შეხედულებების მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომლების დაქირავებასა და შენარჩუნებაზე“, - დოკუმენტის ტექსტი სააგენტოს ვებსაიტზეა განთავსებული.რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის სამთავრობო თანამშრომლებს შეუძლიათ თავისუფლად ისაუბრონ თავიანთ რელიგიურ შეხედულებებზე, განიხილონ რწმენა კოლეგებთან, განათავსონ ბიბლია, ხატები, ჯვრები, იესო ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებები და იუდაიზმის სიმბოლოები, ასევე რელიგიური პლაკატები სამუშაო ადგილზე, მოიწვიონ კოლეგები ეკლესიაში და ერთად ილოცონ თავისუფალ დროს.„შესვენების დროს თანამშრომელს შეუძლია კოლეგასთან თავაზიანი დისკუსია გამართოს იმის შესახებ, თუ რატომ არის მისი რწმენა სწორი და რატომ უნდა გადახედოს ამ რწმენასთან არმყოფმა პირმა თავის რელიგიურ შეხედულებებს. თუმცა, თუ პირი ითხოვს ასეთი მცდელობების შეჩერებას, თანამშრომელმა უნდა შეასრულოს მოთხოვნა“, - ნათქვამია დოკუმენტში. რეზოლუციაში ისლამი არ არის ნახსენები.როგორც Breitbart News პორტალი აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება „მკვეთრად ეწინააღმდეგება“ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკას, რომელიც „ხშირად მტრულად არის განწყობილი რელიგიური ადამიანების მიმართ“.The Washington Post-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მიუღებლად მიიჩნია საჯარო მოხელის მიერ სამსახურში საკუთარი რწმენის შესახებ ჩვენების მიცემა, რადგან ამან შეიძლება შეურაცხყოს სხვა რელიგიის მიმდევარი ან არარელიგიური კოლეგების გრძნობები. გარდა ამისა, წინა ადმინისტრაცია ხელს უწყობდა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის იდეების პოპულარიზაციას სამთავრობო უწყებებში, რასაც ტრამპი და მისი გუნდი ეწინააღმდეგებიან.7 თებერვალს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას თეთრ სახლში რელიგიური საკითხების ოფისის შექმნის შესახებ. ამერიკის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარების მიზნით „მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ ამერიკული ოჯახები“ და დაიცვან რელიგიური თავისუფლებები.
1753871418

თუ აჭარაში გეგმავთ დასვენებას არ გამოტოვოთ ციხისძირში შუქურას საღამოები.2 აგვისტო | ZURKIN & SANDRO JORBENADZE (VODKAST RECORDS)16 აგვისტო | BOYA (MOREVI) & LUKA BARAMISHVILI30 აგვისტო | MEMOTECH & NIKOმუსიკალურ საღამოებთან ერთად, აუზის ტერასაზე, თქვენ გელოდებათ კულინარიული მასტერკლასების სერია აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფებთან ერთად.9 აგვისტო | Lolita-ს მთავარი შეფი: იო კურდღელაშვილი (Fresh Pasta with Seafood)23 აგვისტო | Stamba-ს მთავარი შეფი: ლევან ქარსელაძე (Asian Flavors & Rice Paper Rolls)6 სექტემბერი | Shukura-ს მთავარი შეფი: გიორგი თათარიშვილი (Taco Making & Summer Salsas)მასტერკლასები გაიმართება ნატურალური ღვინის თანხლებით და დასასრულს შეფთან ერთად შეძლებთ დესერტის მომზადებას.ღონისძიებების სერიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და VISA.თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელები, ივენთების სტუმრობისას, გადახდილი თანხის 15% ადგილზე დაიბრუნებენ, ხოლო კულინარიული მასტერკლასის დაჯავშნისას, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
1753871280

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Mars-მა უკვე 6 მილიარდი დოლარი ჩადო ამერიკულ წარმოებაში, რამაც ქვეყანაში 9000 სამუშაო ადგილი შექმნა.ახალი ინვესტიციები გააფართოებს წარმოების შესაძლებლობებს და ასევე გავლენას მოახდენს საჭმლისა და შინაური ცხოველების პროდუქტების სეგმენტებზე.Mars-ის ფინანსური დირექტორის, კლაუს ააგორის თქმით, თანხები გამოყენებული იქნება როგორც ახალი ობიექტების ასაშენებლად, ასევე არსებული ობიექტების მოდერნიზებისთვის, წერს The Wall Street Journal.„ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამერიკელი მომხმარებლის გრძელვადიან სიძლიერეში“, - თქვა ააგორმა.კომპანია შეერთებულ შტატებში გაყიდული პროდუქციის 94%-ს აწარმოებს და 30 ივლისს სოლტ ლეიკ სიტიში 240 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ ქარხანას გახსნის, სადაც Nature's Bakery ბრენდის პროდუქცია დამზადდება.Mars მსოფლიოში საკვებისა და შინაური ცხოველების საკვების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანიას, სხვა საკითხებთან ერთად, ეკუთვნის ბრენდები Snickers, M&M's, Skittles, Ben's Original, Pedigree და Whiskas.
1753870969

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველოს პრობლემები თითქმის არ შეექ...
1752744543
აზერბაიჯანული კომპანიის მფლობელი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ...
1752925850
რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური დაპირისპირებაა - რას...
1752828623
შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოს...
1753106912
ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში...
1752762960