2026 წლის იანვარში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის საშუალო დღიური ექსპორტი 523 000 ბარელს შეადგენდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული Report-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გასული წლის დეკემბერთან შედარებით, BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება 7%-ით, ანუ დღეში 39 000 ბარელით შემცირდა.
2025 წლის იანვართან შედარებით, მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 14%-ით, ანუ 86 000 ბარელით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ BTC 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1 076 კმ თურქეთის გავლით.













