ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
2026 წლის 9 ნოემბერს, თბილისის
საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ქეთევან
კურცხალიამ განაახლა
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემიასთან
დაკავშირებით მიმდინარე
საქმის მთავარი სხდომა.
ამით გაგრძელდა
გარიცხვის/მემორანდუმიდან
გასვლის და ზიანის
ანაზღაურების
გაერთიანებული
საქმე.სასამართლოს
მთავარი სხდომა უკვე
მტკიცებულებათა
გამოკვლევის ეტაპზეა.
მხარეებმა, სასამართლოს
წინაშე, ზიანის
ანაზღაურების საქმესთან
დაკავშირებით წარადგინეს
საქმეზე დართული
მტკიცებულების
კვლევა.“განათლების
ჯგუფის” წარმომადგენლებმა
მთავარი აქცენტი გააკეთეს
იმ ფაქტზე, რომ 2019 წლის
ივნისამდე, ანუ მანამ სანამ
მხარეთა შორის წილის
ნასყიდობის ხელშეკრულება
გაფორმდებოდა,
“აკადემიის” 100%-იანი
მეწილის, ნათია ჯანაშიას
მეუღლის, დავით ცეცხლაძის
პირად ანაგრიშზე,
კომპანიიდან ჯამში
მიმართულია 188 000
ლარი.იურისტების
განმარტებით, მიმოწერები
ადასტურებს, რომ ამ თანხებს
დავით ცეცხლაძე ითხოვდა
მის სახელზე რიცხული ბინის
სარემონტო
სამუშაოებისთვის და იმავე
მისამართზე საპარკინგე
ადგილის
შესაძენად.იურისტებისვე
განმარტებით, იმავე
პერიოდში, მხარეთა შორის
გაფორმებული მემორანდუმი
ცხადჰყოფდა, რომ დავით
ცეცხლაძეს, ისევე როგორც
ნათია ჯანაშიას,
ხელმოწერით ჰქონდათ
აღებული ვალდებულება, რომ
ხელშეკრულების საბოლოოდ
გაფორმებამდე კომპანიიდან
რაიმე სახის უჩვეულო ხარჯს
ადგილი არ
ექნებოდა.“განათლების
ჯგუფის” ადვოკატებმა
სასამართლოს აღნიშნული
ვითარება დაანახეს, როგორც
ფაქტი, როცა დავით
ცეცხლაძემ კომპანიიდან
გაიტანა ფული, გაარემონტა
და მოაწესრიგა საკუთარი
საცხოვრებელი ფართი და
შემდგომ იგივე ფართი 3-4 ჯერ
გაზრდილ ფასად ისევ
კომპანიას მიაქირავა
უცხოელი მასწავლებლის
საცხოვრებელით
დაკმაყოფილების
მიზნით.იქვე გამოკვლეული
იქნა მტკიცებულებები, რაც
“აკადემიის” უცხოელი
მასწავლებლებისთვის
ბინების დიფერენცირებული
მიდგომით დაქირავებას
შეეხებოდა. შეგახსენებთ,
“განათლების ჯგუფი” დავით
ცეცხლაძისგან ითხოვს იმ
ზიანის ანაზღაურებას, რაც
კომპანიამ განიცადა, როცა
დადგენილი 500/750 აშშ დოლარის
ნაცვლად, დავით ცეცხლაძეს,
მისი საკუთრების ქირით
სარგებლობაში, ხანგრძლივი
პერიოდით, 2 000 აშშ დოლარს
იხდიდა.ნათია ჯანაშიას
წარმომადგენელთა მხრიდან,
საპასუხოდ მოხმობილი იყო
არგუმენტი, რომ ისე როგორც
ხელშეკრულების, ასევე
მემორანდუმის
გაფორმებამდეც
“განათლების ჯგუფს”
დაწვრილებით ჰქონდა
შესწავლილი კომპანიის
ფინანსური სტრუქტურა,
ხარჯების ხასიათი და ა.შ. და
თუ რაიმე შეუსაბამობას ან
უჩვეულოს ხედავდნენ, იმ
ეტაპზევე უნდა მოეხდინათ
რეაგირება. მათი
განმარტებით, მსგავსი
ტიპის პრეტენზია
“განათლების ჯგუფს” მაშინ
არ
გამოუხატავს.ანალოგიური
შიანარსის მქონე
არგუმენტები ჰქონდათ
მხარეებს, როცა ნათია
ჯანაშიას ძიძისთვის
კომპანიიდან გადარიცხულ
თანხებზე მსჯელობდნენ.
შეგახსნებთ, ზიანის
ანაზღაურების კონტექსტში
არის ეპიზოდი, საიდანაც
ირკვევა, რომ კომპანიის
სახსრებიდან პერიოდულად
ირიცხებოდა
თანხები/ანაზღაურება
ნათია ჯანაშიას შვილების
ძიძის სასარგებლოდ, ისე რომ
ამ უკანასკნელს
კომპანიასთან არანაირი
საქმიანი შემხებლობა არ
ჰქონია.საგულისხმო იყო
ნათია ჯანაშიას
წარმომადგენელთა მხრიდან
სასამართლოსთვის
წარდგენილი შუამდგომლობის
განხილვა. შუამდგომლობით
მხარე ითხოვდა საქმიდან იმ
8 მტკიცებულების
ამორიცხვას, რაც მის
პროცესუალურ
მოწინააღმდეგეს სარჩელზე
ჰქონდა დართული და რაც
წარმოადგნენდა სხვა
საქმეების სარჩელებს, ან
ამონარიდებს სხვა
საქმეების
სარჩელებიდან.ამაზე
“განათლების ჯგუფის”
ადვოკატთა პასუხი იყო, რომ
აღნიშნული მტკიცებულებები
უნდა დარჩეს საქმეში,
რამდენადაც ისინი
სასამართლოსთვის
აუცილებელია, რათა სრულად
და ფართოდ იყოს
ინფორმირებული მხარეთა
შორის არსებული
ურთიერთობის თაობაზე, მათ
შორის, სხვადასხვა სადავო
მომენტთან
მიმართებით.გარდა ამისა,
“განათლების ჯგუფის”
იურისტებმა გაკვირვება
გამოხატეს იმ ფაქტის გამო,
რომ ნათია ჯანაშიას
ადვოკატები
სასამართლოსგან ითხოვდნენ
იმას (სხვა საქმეებზე
მიმდინარე სარჩელების
ამორიცხვა
მტკიცებულებებიდან), რაც 3
სხვა საქმესთან
მიმართებით თავად აქვთ
განხორციელებული.მოსამართლე
ქეთევან კურცხალიამ
შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა.
“განათლების ჯგუფის” მიერ
წარდგენილი აღნიშნული
მტკიცებულებები საქმეში
დატოვა და მხარეებს
განუმარტა, რომ სასამართლო,
მტკიცებულებათა შეფასების
ეტაპზე და
გადაწყვეტილების
მიღებისას, თავად
განსაზღვრავს წარდგენილ
მტკიცებულებათაგან რომელს
რამდენად დაეყრდნოს, ან
დაეყრდნოს თუ არა
საერთოდ.ნათია ჯანაშიას
წარმომადგენლებმა
გააჟღერეს, რომ სასამართლო
განხილვის სხვა ეტაპზე
ისინი გეგმავენ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის
კონტექსტში ზემოთ აღწერილ
სამივე ეპიზოდთან
დაკავშირებით (პირადი
მოთხოვნებისთვის დავით
ცეცხლაძისთვის 188 000 ლარის
გადარიცხვა; ძიძისთვის
თანხების გადარიცხვა და
მასწავლებლების ქირაში
გადახდილი თანხების
საკითხი), სამივე მოთხოვნის
ხანდაზმულობის საკითხის
დასმას.აღნიშნულ საქმეზე
სხდომა 13 ნოემბერს, კვლავ
მტკიცებულებათა
გამოკვლევის ეტაპით
განახლდება.
1794304392