
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8224 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9106 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9418 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0312 ლარი შეადგინა.
1738849211

შემოწმების შედეგად, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ამასთანავე, ბიზნესოპერატორი საქმიანობას ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტომ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით ეცნობა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების ავტორს.
1738849026

მისივე შეფასებით, აღნიშნულის ყველაზე კარგი ინდიკატორი ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციაა, რომელიც წლის განმავლობაში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბალი იყო, ხოლო იანვარში 2.3%-ს შეადგენდა."ინფლაცია საქართველოში სტაბილურად დაბალ დონეზე ფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის, ღია ეკონომიკა ვართ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასი, რაც ყალიბდება, იმპორტის სახით ვყიდულობთ და შესაბამისად, ჩვენც გადმოგვეცემა. ამასთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობა იყო 2024 წელს და ანალოგიური ტენდენცია გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე ისევ გრძელდება. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი რისკის წყარო, რამაც შეიძლება ჩვენს ინფლაციაზე ზეწოლა გამოიწვიოს სწორედ ეს საგარეო ფაქტორებია.დღეს ნავთობის ფასის მიმართულებით წლიურ დონეზე შემცირებული ფასები გამოდის და სწორედ ეს განაპირობებს იმპორტირებული პროდუქციის დეფლაციას. რაც შეეხება სურსათის ფასებს - გარკვეული სურსათის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე უკვე აისახა ამ ინფლაციაში და მცირედით ზომიერი ზრდა განაპირობა.საბოლოო ჯამში ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი ნარჩუნდება. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით საგარეო ფაქტორებს, მათ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებში და ვმართავდით რისკებს", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.
1738844489

როგორც კენჭისყრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საბოტაჟი დასრულდება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.„თითქმის წელიწად-ნახევრზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას. ეროვნულ ბანკს უწევდა ხუთ წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1738841591

ძვირფასო მგზავრებო!გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება და მგზავრობის ხანგძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს. კერძოდ, თბილისიდან გავა 09:00-ზე და ოზურგეთში ჩავა 16:18-ზე, ხოლო ოზურგეთიდან 08:40-ზე დაიძრება და თბილისში 16:00-ზე ჩამოვა. აღნიშნულ მიმართულებაზე მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 11-15 ლარი იქნება. მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე gr.com.ge-ზე.მცირედი ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე - ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. უფრო კონკრეტულად, ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ ქუთაისში, რიონის სადგურამდე. ხოლო იმ მგზავრებს ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარბელებში (№6355/6356 და №6353/6354 ), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. ამ მატარებელზე (რიონი-ქუთაისი 1) მგზავრობის საფასური 0,50 თეთრი იქნება.ძვირფასო მგზავრებო, აქვე შეგახსენებთ, რომ gr.com.ge-ზე, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (№874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (№870/869) მატარებლის ბილეთები.
1738841009

„წლის ბოლოსათვის ჩვენი რეზერვების მოცულობა იყო 4,45 მლრდ. სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკაც აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველთვის მიმართულია რეზერვების შეძენაზე, როგორც კი ამის საშუალებას ბაზარი იძლევა.ჩვენ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროცესებს. მიუხედავად მაღალი კრიტიკისა მაგალითად ნოემბერში დაახლოებით 124 მლნ-ით შევავსეთ. რეზერვების შევსება დეკემბერშიც გავაგრძელეთ და თუ არ ვხდები დაახლოებით 28 მლნ ვიყიდეთ. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში სებ-ს უწევს ამ რეზერვების გამოყენება, იმიტომ, რომ როდესაც მაკრო-ეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემები არ არის ბაზარზე, მოკლე შოკებია წარმოდგენილი“, - აცხადებს ვახტანგ ბურკიაშვილი.
1738836690

„არ შეიძლება თბილისში ერთი და იგივე ინტერნეტ სერვისი ₾70 ღირდეს, ხოლო...
1737706607
დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების 28,6 მლნ დოლარით ზრდა პოზიტიური ნაბ...
1737971963
საქართველოს საფინანსო სისტემას კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბა...
1738315921
გიორგი ბარვენაშვილი 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე: ეს არის პირველი ყ...
1738066785
როდესაც ეს პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის 1.5%...
1738158090