ახალი ამბები

სხვა სიახლეები
აფბა - მიგრანტთა ნაკადის ზრდის პარალელურად, აუცილებელია გამკაცრდეს ბინ...

„ქირის არგადახდის გამო მოიჯარის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აღსრულების მექანიზმის ჩართვის გარეშე, პრაქტიკულად  შეუძლებელია.  სასამართლო პროცედურა მოიცავს სამივე ინსტანციას და დამატებით აღსრულებას, რაც დიდ დროს, ფინანსურ დანაკარგებს და ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. ამ მოცემულობას, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში,  ბოროტად იყენებენ თაღლითი მოიჯარეები, მათ შორის, მომრავლებული უცხოელი დამქირავებლები, რომლებიც უტიფრად და სრულიად უსამართლოდ, წლობით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,  გადაუდებლად მიიღოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაიცავს საქართველოს მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებებს საკუთრების დაცვის კონტექსტში, წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობას, გააძლიერებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და აღკვეთს როგორც ადგილობრივ, ისე არაკეთილსინდისიერ მიგრანტ მოიჯარეთა მხრიდან  საქართველოს მოქალაქეების საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, დროულად განახლდეს 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს მოიჯარის დაუყოვნებლივ გამოსახლებას ქირის არგადახდის შემთხვევაში.„ფაქტია, დღემდე ეს კანონპროექტი სერიოზული განხილვის საგნად ვერ იქცა და ვერ დაკანონდა.  არადა, ამ კანონის მიღება უზრუნველყოფს: მოქალაქეთა საკუთრების დაცვას – მეპატრონე შეძლებს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება (საკონსტიტუციო უფლება, მუხლი 6). სამშენებლო სექტორის გაძლიერებას – ინვესტორების აქტიურობით უძრავ ქონებაზე გაიზრდება მოთხოვნა. საბანკო სექტორის სტაბილურობის ზრდას – მეტი მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე გაზრდის საბანკო აქტივობას. პოზიტიურ ფისკალურ ეფექტს– ოფიციალური გაქირავების წახალისებით ბიუჯეტი მიიღებს საშემოსავლო გადასახადს (5%). გასულ წელს დარეგისტრირებული 8 223 აქტიური მოიჯარის ქირიდან ბიუჯეტში შევიდა 50 მილიონ ლარზე მეტი. სექტორის სრულ „გათეთრებას“ შეუძლია ეს მაჩვენებელი საგრძნობლად, რამდენიმეჯერ გაზარდოს. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას – გახშირებულია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უკანონოდ იკავებენ საცხოვრებელ ფართებს, რაც პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, - აღნიშნულია აფბას განცხადებაში. აფბა ასევე მიზანშეწონილად თვლის, კანონში აისახოს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქირის არგადახდის შემთხვევაში, საშემოსავლოს 5%-იან განაკვეთთან ერთად, სააღსრულებო წარმოებისთვის აუცილებელი პროცენტული განაკვეთიც (მაგალითად ყოველთვიურად განსაზღვრული საიჯარო გადასახადის  2-3%-ის ოდენობით) იქნება განსაზღვრული. ეს უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის აღსრულების მექანიზმს  და გააძლიერებს სამსახურს და  დაცულს გახდის მეიჯარეს.„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია საკითხთან პირდაპირ კორელაციაში არსებულ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე.კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკუთრივ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნის ეკონომიკისთვის — 2024 წელს სექტორის ბრუნვამ 14.3 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო  სექტორის მიერ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ .4.8 მილიარდი ლარი შეადგინა,  რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ  სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 7.9%-ს შეადგენს.წლის განმავლობაში გაიცა  12 080 სამშენებლო ნებართვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 7.1%-ით მეტია.  მშენებლობისთვის გათვალისწინებული ფართი — 12 040 400 მ², - ზრდა +28.4% წლიურადნიშანდობლივია უძრავი ქონების გაქირავების მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემები. სხვადასხვა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით 2024 წელს თბილისში უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებელი, 22%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დარგის მიმართ მზარდ ინტერესს.დარგის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გარე და შიდა ინვესტიციები, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მოტივატორიც არის იჯარა.ფაქტია, დღეს საქართველოში საცხოვრებელი ფართების გაქირავება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული , რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოიჯარე ქირის გადახდას შეწყვეტს, მეპატრონე იძულებულია შევიდეს სასამართლო დავაში, რომელიც როგორც წესი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წლობით იწელება.ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი ან სოციალური პრობლემა— ეს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.დღეს შიდა თუ გარე ინვესტორები, რომლებიც ბინებს სესხით ან დანაზოგით ყიდულობენ და შემდგომში ქირით იღებენ შემოსავალს, აღნიშნული არსებული ვითარების  გამო, საინვესტიციო გარემოს მაღალი რისკის მატარებლად აფასებენ აქტივობას წყვეტენ.  მოტივაციის შემცირება კი, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება არა მხოლოდ სამშენებლო სექტორზე, არამედ  მთლიანად ეკონომიკაზე, საბანკო სისტემაზე და მათ შორის იწვევს ნეგატიურ ფისკალურ ეფექტსაც.ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ ქვეყანაში, პოტენციურად დაუცველია ნებისმიერი უცხოელის წინაშე, რომელსაც, თუკი იკადრებს,  შეუძლია წლების განმავლობაში უკანონოდ, პასუხისგების გარეშე დაეპატრონოს და გამოიყენოს მისი საკუთრება.რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების პირობებში, სავარაუდოა მიგრანტთა რაოდენობის გარკვეული ზრდა. შესაბამისად — იზრდება საფრთხე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო ინტენსიურად შეეცადონ ჩვენი მოქალაქეების უძრავი ქონების უკანონოდ გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.ორგანიზაციაში აქვთ მოლოდინი, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკითხის მაღალი საჯარო ინტერესიდან, კომპლექსურობიდან და  მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყურადღებით მოეკიდება აღნიშნულ პრობლემას და 2023 წელს ინიცირებული კანონპროექტი, სათანადო განხილვების შემდეგ, კანონის სახეს მიიღებს.

1750936797

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში" - თიბისი კაპიტალმ...

კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან - ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია - 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზის ენერგიაში ინვესტირებამდეა აუცილებელი.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.

1750934274

სელფი მობაილის ჰოუმინგი - დაისვენე WiFi-ის საზღვრებს გარეთ

თუ შენს კომფორტს WiFi-ის სუსტი სიგნალი არღვევს, გაიაქტიურე ულიმიტო ჰოუმინგი, თუნდაც საკუთარ სახლში:ყველაფერი ულიმიტო 7 დღით, ₾10 ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან ულიმიტო სმს ულიმიტო ინტერნეტი ულიმიტო ინტერნეტი 7 დღით, ₾7 ულიმიტო ინტერნეტი ყველაფერი ულიმიტო 24 საათით, ₾3 ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან ულიმიტო სმს ულიმიტო ინტერნეტი შეთავაზების დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე.

1750934154

Global Tech Weekend Tbilisi 2025 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონ...

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით - “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა.“ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის.ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” - ამბობს ნიკა ქურდიანი, “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს.Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.

1750933997

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რეგიონულ ფორუმში მიიღო მ...

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები -იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარებს.25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში  სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

1750933857

სემეკი სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიას მასპინძ...

მისასალმებელ სიტყვებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს მარეგულირებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.დავით ნარმანიას თქმით, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც მარეგულირებელი კომისიების გაძლიერების, ასევე სექტორების ეფექტიანი რეგულირების თვალსაზრისითაც.„სემეკი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა მარეგულირებელ კომისიებთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სექტორების ეფექტიანი რეგულირების მიზნით, პერიოდულად განვიხილოთ სხვა კოლეგა უწყებების გამოცდილება. ასევე, ჩვენს უცხოელ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია სემეკის გამოცდილების შესახებ, კომისიის მიერ შექმნილ და პრაქტიკაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც ფაქტობრივად, წარმოადგენს სემეკის ექსკლუზიურ პროექტებს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.როგორც სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მერსოპ მერსოპიანმა აღნიშნა, მარეგულირებლებს შორის არსებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ინსტიტუციების გაძლიერებასა და მუდმივ განვითარებას.შეხვედრაში მონაწილეობენ სემეკის წევრები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ხელშემწყობი მექანიზმების, განახლებადი ენერგიების, სატარიფო პოლიტიკის, მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

1750926408