„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს და მისი მიღება დროული და აუცილებელია. პრობლემის იდენტიფიკაციისთანავე, ბიზნესსექტორი მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებოდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა მოხერხებულიყო ეფექტიანი გადაწყვეტილების მოძებნა.კანონპროექტის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე, მათ რეაბილიტაციასა და განათლებაზე ორიენტირებული მიდგომა, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ამავდროულად, ბიზნესისთვის პრინციპულია შრომის ბაზრისთვის მომზადებული, კეთილსინდისიერი და პროფესიული უნარების მქონე კადრების არსებობა. აღნიშნული, ქმნის საფუძველს მოქალაქეებმა მიიღონ ლეგალური შემოსავალი, რაც შემდგომში მათ სოციალურ ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს.ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს რეალურად არსებობს. ბოლო პერიოდში გახშირებულია არასრულწლოვანთა მიერ ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები, რის გამოც ბიზნესსექტორს წლიურად მილიონობით ლარის ზარალი ადგება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დანაშაულებს ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს.ასევე აღსანიშნავია, რომ არსებული სისხლისსამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანები გარკვეული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული არიან, რის გამოც კრიმინალური ჯგუფები მიზანმიმართულად იყენებენ მათ დანაშაულებრივი ქმედებების განსახორციელებლად. ზემოხსენებული ტენდენცია ქმნის როგორც კრიმინოგენური ვითარების გაუარესების, ისე არასრულწლოვანთა გრძელვადიან, მენტალური დაზიანების მაღალ რისკს.აღნიშნული გარემოება, კიდევ უფრო ამძაფრებს საჭიროებას, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული, კომპლექსური მიდგომები რეაბილიტაციის, განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და შრომითი უნარების განვითარებით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც არასრულწლოვანთა მომავლის დაცვას, ისე ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს განმტკიცებას“ ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს კრიმინალის პრევენციას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად არასრულწლოვანთა ხელშეწყობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია რეაბილიტაციასა და განათლებაზე მაქსიმალური კონცენტრირება, რადგან როგორც მოგეხსენებათ დამსაქმებელი მუდმივად ეძებს კვალიფიკაციისა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეფორმა მოიტანს კონკრეტულ შედეგს, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და მდგრად განვითარებაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
1764319653
ქეშბექი მოქმედებს ბუტიკის სრულ კოლექციასა და ყველა კატეგორიაზე, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: CRASH BAGGAGE, GAGGIA, BANGLE UP-სა თუ PHILLIPE V-ზე.დაათვალიერეთ კატალოგი: SOLO Boutiqueქეშბექის მისაღებად გადახდა უნდა განხორციელდეს SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე. შეთავაზების ფარგლებში, თანხა 3 დღის ვადაში დაგიბრუნდებათ.ისარგებლეთ ქეშბექით პარტნიორ მაღაზიებშიც: The North Face, Diesel, Napapijri, Magellan, Timberland და Scotch & Soda - მიიღეთ 50% ქეშბექი, მაქს. 300 ლარი Amazon - ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, მაქს. 200 ლარი Extra - მიიღეთ 30% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი ICR Home - ისარგებლეთ 25%-იანი ქეშბექით, მაქს. 500 ლარი Elite - მიიღეთ 20% ქეშბექი, მაქს. 500 ლარი Kiwi Post - ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, ლიმიტის გარეშე *Amazon-ზე გადახდის შემთხვევაში, აირჩიეთ სადებეტო ბარათით გადახდის გზა.28 ნოემბერს, გადაიხადეთ აღნიშნულ მაღაზიებში SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან საქართველოს ბანკის გადახდის არხით და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.
1764315900
2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.
1764314940
GCPF-ი ლუქსემბურგში დაფუძნებული შერეული ფინანსური რესურსების მქონე ფონდია, რომელსაც მართავს შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია responsAbility Investments AG - რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ საჯარო-კერძო პარტნიორობას და მისი მიზანია განვითარებად ბაზრებზე კლიმატის ცვლილების შერბილება ენერგიის მოხმარებისა და სათბურის აირების ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებით.EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ ინოვაციურ სისტემას. ის არის გლობალურად აღიარებული სტანდარტი მწვანე შენობებისთვის და მისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შენობა აკმაყოფილებს რესურსების დაზოგვის მაღალ კრიტერიუმებს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების ეფექტურობის კუთხით.“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ამ ისტორიული და არქიტექტურულად კომპლექსური შენობის მოდერნიზება ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტურობა და, ამავდროულად, დაგვენერგა უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. EDGE სერტიფიცირების პროცესმა მოგვცა ჩარჩო, რომლის მიხედვითაც განვახორციელეთ სისტემების განახლება და რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შევამცირეთ შენობის საოპერაციო დანახარჯები და გარემოზე ზემოქმედება, არამედ შევქმენით თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის. ვამაყობ ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ეს რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი წარმატებით განახორციელა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურული ოპერაციების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.„საქართველოში ენერგიის საბოლოო მოხმარების დაახლოებით 40 % შენობებზე მოდის, ისინი არიან ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები. შესაბამისად შენობებში ენერგიის და სხვა რესურსების დაზოგვა მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მეორე მხრივ კი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისა და ეკონომიკისათვის. შენობების მწვანე სერტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რადგან მდგრადი განვითარება საბოლოოდ კონკრეტული პიროვნებების და ორგანიზაციების ასარჩევია,-“ ამბობს GCPF-ის კლიმატის დაფინანსების უფროსი მრჩეველი ლევან ხმიადაშვილი.„ჩვენთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, უდიდესი პრიორიტეტია გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება, მასზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. EDGE-ის სერტიფიკატის მოპოვება ჩვენი სათავო ოფისისთვის, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ESG სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს მწვანე შენობების პორტფელის გაფართოებაში და ვქმნით ისტორიული შენობის თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტებზე მორგების საუკეთესო პრაქტიკას. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს GCPF-ს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ.
1764312720
საწვავზე 30%-იანი ქეშბექი Gulf-ის ქსელშიMastercard Business Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, 28 ნოემბერს, Black Friday-ზე, Gulf-ის ქსელში საწვავის შეძენისას 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით) მიიღონ.ქეშბექის მისაღებად საჭიროა გადახდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ქეშბექი ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაბრუნდება.იხილეთ მეტი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ამ ბმულზე.Extra.ge-ზე – ყველა პროდუქტზე 30%-იანი ქეშბექიMastercard Business ბარათით Extra.ge-ზე გადახდისას ბიზნესებს Black Friday-ზე, 28 ნოემბერს, 30%-იანი ქეშბექის (მაქსიმუმ 200 ლარამდე) მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეთავაზება Extra.ge-ის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა. ქეშბექი ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაბრუნდება.იხილეთ მეტი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ამ ბმულზე.საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესების ჩართულობით, მეწარმეებისთვის მუდმივად ქმნის შეთავაზებებს. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს, ქეშბექებს თუ სპეციალურ პირობებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საბუღალტრო, ფინანსურ და სხვა სერვისებზე. ამ შეთავაზებების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
1764254943
შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის28 ნოემბერს, თუ Student Card-ით ან sCool Card-ით სარგებლობთ, Miniso-სა და Trendyol-ზე შეგიძლიათ 30%-იანი ქეშბექი მიიღოთ. (მაქსიმუმ 100 ლარი)ხოლო, თუ, ონლაინ თამაშები გიყვართ, Steam-სა და Xbox-ზე გადახდილი თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებთ. შეთავაზება მოქმედებს როგორც ბალანსის შევსებისას, ისე ახალი თამაშის შეძენის დროს. ( ჯამურად, ორივე საიტზე 100 ლარი)27, 28 და 29 ნოემბერს კი Cellfie-ს აპლიკაციაში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ ამ პაკეტებზე: 7 GB - 5₾; 12 GB - 8₾; 12 GB + 150 წთ + SMS - 10₾. ინფორმაციისთვის, თუ შეთავაზებებით სარგებლობას sCool Card-ით გეგმავთ, სელფის გარდა ყველა შეთავაზება წინასწარ, sCoolApp-ში უნდა გაიაქტიუროთ.PLUS Card-ის მომხმარებლებისთვისწელს, 28 ნოემბერს ფასდაკლებებით სარგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ქულაც დაგერიცხებათ.10-ჯერ მეტი PLUS ქულა10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას.ეს აქცია ვრცელდება რეგიონულ სავაჭრო ცენტრებზეც – ზუგდიდი მოლში,ბათუმის Grand Mall-ში, გორი მოლსა და ქუთაისის West Point-ში.ამ შეთავაზებით სარგებლობისას,შეგიძლიათ მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულა მიიღოთ.50-ჯერ მეტი PLUS ქულა28 ნოემბერს 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში PLUS ბარათით გადახდისას 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებთ. (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა)ამასთანავე, თუ დაგროვილ ქულებს GPC-სა და ფარმადეპოში გამოიყენებთ, ქულებით გადახდისას 30%-იან ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.ხოლო, თუ 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე Wolt-ის Retail კატეგორიაში PLUS ბარათით მინიმუმ 100 ლარის პროდუქტს შეუკვეთავთ, ვოლტის ბალანსზე 30 ლარი დაგიბრუნდებათ.MasterCard და PLUS მომხმარებლებისთვისთუ ტექნიკის განახლებას გეგმავთ და PLUS ან MasterCard ბარათით სარგებლობთ, 28 ნოემბერს კონტაქტ ჰოუმში შოპინგისას დამატებით 20%-იან ქეშბექს მიიღებთ. (მაქსიმუმ 200 ლარს)ქეშბექის მისაღებად გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.SOLO ბარათის მფლობელებისთვის28 ნოემბერს, გადაიხადეთ ჩამოთვლილ მაღაზიებში SOLO Mastercard World Elite ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან გადახდის არხით და დაიბრუნეთ თანხა: The North Face, Diesel, Napapijri, Magellan, Timberland და Scotch & Soda - 50% ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი); Amazon - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი); Extra - 30% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი); ICR Home - 25% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი); Elite - 20% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი); SOLO Boutique - 50% ქეშბექი (მაქსიმუმ 500 ლარი); Kiwi Post - 30% ქეშბექი (ლიმიტის გარეშე) *Amazon-ზე ქეშბექით სარგებლობისთვის გადახდისას აირჩიეთ სადებეტო ბარათით გადახდა.American Express მომხმარებლებისთვისAmerican Express-ის საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის 28 ნოემბერს 10-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. შეთავაზება მოქმედებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას. ქულების მაქსიმალური ლიმიტი კი 10,000 MR ქულაა.როგორ გროვდება სხვადასხვა ამექსზე ქულები: AmEx Blue – 1 ლარზე 1 MR ქულა AmEx Green – 1 ლარზე 1.5 MR ქულა AmEx Gold – 1 ლარზე 2 MR ქულა AmEx Platinum − 1 ლარზე 3 MR ქულა ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვისEnza Home-ის ფართო ასორტიმენტიდან ავეჯის, დეკორის ან სხვა ნივთების შეძენისას, 28 ნოემბერს ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 500 ლარის გადახდის შემთხვევაში, ანგარიშზე 10%-იანი ქეშბექი დაგერიცხებათ.გაითვალისწინეთ, რომ გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.აირჩიეთ სასურველი შეთავაზება, მოემზადეთ შოპინგისთვის და აქციეთ Black Friday სურვილების ასრულების დღედ.საქართველოს ბანკის Black Friday - ს ყველა შეთავაზებას კი აქ იპოვით.
1764254749
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის...
1763633280
EBRD-ის რეგიონული დირექტორი ალკის დრაკინოსი: წელს საქართველოს კერძო სე...
1763630356
ფასები ხელოვნურად იზრდებოდა და კომპანიები ბაზარს იყოფდნენ - ლევან ჟორჟ...
1763108170
40%-იანი ქეშბექი ყველა საავტომობილო პროდუქტზე - „თეგეტა მოტორსში“ Blac...
1764050760
„მოემზადე ზამთრისთვის“ - შეცვალე აკუმულატორი „თეგეტა მოტორსში“
1763124180








