ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლობით ვიზიტს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კამპუსზე ელექტრომობილების დამტენი სადგურების გახსნის ცერემონია, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და საჯარო ლექცია.აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, KIU-ს ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდა. სადგურები KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, პროკრედიტ ბანკის გენერალურ დირექტორთან, ალექსი მატუასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტისა და ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.ვიზიტისას გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, KIU და პროკრედიტ ბანკი ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკულ პროექტებს, რომლებიც გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების გამოყენებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტთა კარიერული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და სტაჟირების პროგრამების შეთავაზება.ვიზიტის დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: „მდგრადი განვითარება, თანამედროვე საბანკო სექტორი და ახალგაზრდების კარიერული შესაძლებლობები“. ლექციას პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი მატუა და ბანკის მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჯაშიაშვილი უძღვებოდნენ. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მწვანე პოლიტიკის, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განათლებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი და ეკომეგობრული გარემოს შექმნაში. სტუმრები, ასევე, გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე კამპუსს, რომელიც მოიცავს მსოფლიო სტანდარტის უნიკალურ აკადემიურ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.KIU, როგორც მდგრადი განვითარების საუნივესიტეტო სივრცე, აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციური, გარემოზე ორიენტირებული ეკო პროექტების განხორციელებას, ხოლო პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია ახორციელებს ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ ინიციატივებს საქართველოში.
1779711622
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის პრიორიტეტებზე ფინანსური სექტორის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობასთან ერთად, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფინანსური სერვისებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ მიმართულებით, საქართველოში დანერგილია ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგისტრაციის რეჟიმი, ხოლო ეროვნულ ბანკს სექტორზე სრული საზედამხედველო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.„ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა. აღნიშნული განვითარება ეხმიანება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. ზოგადად ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩო არის ერთგვარად მკაცრი, მაგრამ ესაა ის გარემო, რომელიც მიმზიდველია გლობალურად კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ვირტუალური სექტორში, რადგან იძლევა პროგნოზირების შესაძლებლობას. ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოს მიმართ საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესს ზრდის.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა Tether. მსგავსი ინვესტიციები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით მიმზიდველ და კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების, თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1779710647
Studio Liberty-ის წევრებისთვის მოქმედებს 50% ქეშბექი, ლიმიტით 200 ლარი, რისთვისაც აუცილებელია გადახდა შესრულდეს Studio Liberty-ის Mastercard World Elite ბარათით.დეტალური პირობები: შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას; შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას; შეთავაზება ვრცელდება ყველა ტიპის პროდუქციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც. შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ მაღაზიებში ასევე ონლაინ; ონლაინ გადახდისას აუცილებელია ლიბერთის გადახდის არხის არჩევა; ქეშბექი ვრცელდება ტოპქარდით გადახდაზე; შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე; შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა; ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა. გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები: გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://onboarding.lb.ge *წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებგვერდზე cashback.ge.თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
1779710350
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.კვლევა, რომელიც გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე წარადგინა, ფოკუსირებულია თბილისის საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრებზე, სადაც 2026 წლიდან მიწოდების ზრდაა დაგეგმილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტის კვლევა ბაზრის მონაწილეებს მკაფიო წარმოდგენას უქმნის არსებული შესაძლებლობების, რისკებისა და სექტორის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.კვლევის მიხედვით, 2019–25 წლებში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი მაღალი მოთხოვნით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ვაკანტურობის მაჩვენებელი 10.0%-დან 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო საიჯარო ქირა სტაბილურად იზრდებოდა. 2026–28 წლებში კი დაგეგმილია 100 ათას კვ.მ-ზე მეტი ახალი საოფისე ფართის მიწოდება, რაც ვაკანტურობას, გალტ & თაგარტის შეფასებით, 16.8%-მდე გაზრდის. იმისთვის, რომ ვაკანტურობა ჯანსაღ 10%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს, გალტ & თაგარტის პროგნოზით საჭირო იქნება 2029-31 წლებში ახალი მიწოდების დროებით დაპაუზება.რაც შეეხება თბილისის სავაჭრო უძრავ ქონებას, თბილისის მთავარ სავაჭრო მოლებში გასაქირავებელ ფართებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019-25 წლებში. შედეგად, ამ მოლებში საშუალო ვაკანტურობა 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო ქირის ღირებულება 73%-ით გაიზარდა. გალტ & თაგარტის შეფასებით 2026–30 წლებში დაგეგმილია 141 ათ. კვ.მ-ის ახალი გასაქირავებელი ფართის დამატება. მოთხოვნა კვლავ ძლიერი დარჩება და დამატებითი შესაძლებლობაა ტანსაცმლის და აქსესუარების პრემიუმ ბრენდების შემოყვანა საქართველოში. გალტ & თაგარტის კვლევაში ასევე გაანალიზებულია ცენტრალური სავაჭრო ქუჩების და ბაზრობების ძირითადი ინდიკატორები. კვლევის თანახმად, ბაზრობები ინარჩუნებენ მდგრად მოთხოვნას ლოიალური, ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების ხარჯზე, ხოლო ცენტრალური ქუჩების სავაჭრო უძრავი ქონება მოლების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, საინვესტიციოდ კვლავ მიმზიდველია.„კომერციული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზეა, რაც მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. ჩვენი მიზანია, ბაზრის მონაწილეებს დროული და სიღრმისეული ანალიზი გავუზიაროთ, რათა მათ შეძლონ რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასება. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კვლევა დაეხმარება სექტორს, განაგრძოს განვითარება და მიიღოს ინფორმირებული, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა,კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
1779709159
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 37.1-პროცენტიანი მატებით, რამაც 5.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.ამასთან, უწყების ანგარიშით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.0 პროცენტით.„ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.5-პროცენტიანი მატებით, რაც 6.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება – 23.2 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 14.4 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.92 და 4.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
1779707831
საქსტატის ცნობით, 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.0 პროცენტს გაუტოლდა.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 9.2 პროცენტი შეადგინა (-2.9 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 7.0 პროცენტი (-2.3 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 5.2 პროცენტი (-1.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის – 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებისათვის 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და, შესაბამისად, 7.1 და 7.2 პროცენტი შეადგინა.2025 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.2 პროცენტი შეადგინა.2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა.
1779707642
როგორ მოხვდა ნათია ჯანაშია საქართველოს უმდიდრეს ადამიანებს შორის და რა...
1779089764
ნათია ჯანაშიას ცილისმწამებლური კამპანიები სოცქსელების მომხმარებლებისთვ...
1779349399
„აფბა“ ნათია ჯანაშიას მოუწოდებს, უარი თქვას ხელისუფლების წინააღმდეგ მა...
1778489851
ყაზახეთიდან გერმანიაში ნავთობის ექსპორტი აპრილში 43%-ით გაიზარდა
1778663640
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგი...
1778761860











