ახალი ამბები

სხვა სიახლეები
Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში...

„ამაყები ვართ რომ Galt &Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა ასეთი მასშტაბური მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. ეს გახლავთ 450,000,000 ლარის  ლარში დენომინირებული ევრობონდები, რომლის  სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. ტრანზაქციის მოცულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ რამხელა ნდობაა საქართველოს ბანკის მიმართ ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის  განსაკუთრებით სასიხარულოა გალტ & თაგარტის, როგორც ტრანზაქციაში ჩართული წამყვანი მენეჯერის, როლი ტრანზაქციის წარმატებით დახურვაში. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში Galt & Taggart-ის გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ინვესტორებს გამოხატული  ნდობისთვის“,- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, Galt & Taggart- ის გენერალურმა დირექტორმა.ინფორმაციისთის, ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებს  ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით  წარმოადგენდნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის  კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

1763038274

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

თუ სწავლის თანხას იხდით საზღვარგარეთ ან ხშირად იღებთ და აგზავნით ფულად გზავნილებს, თუ უცხოურ ვალუტაში გაქვთ სესხი, მოგზაურობთ ან უბრალოდ, შოპინგი ძალიან გიყვართ - პირადი მიზნებისთვის ან პირადი საქმისთვის - მიუთითე სასურველი კურსი თიბისის მობაილბანკში, გაგზავნე მოთხოვნა და მიიღე უკეთესი კურსის შეთავაზება.ყველაფერი ძალიან მარტივია - თუ მობაილბანკში 2500₾ ექვივალენტზე ზემოთ ვალუტის კონვერტაციას აკეთებთ, ავტომატურად გამოგიჩნდებათ ახალი ფანჯარა - მოითხოვე კურსი - სადაც საშუალება გაქვთ, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კურსი. ამასთან, შეგიძლიათ ეს მოთხოვნა რამდენჯერმე გაგზავნოთ და კურსზე ივაჭროთ.ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას მობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელიც განსხვავებულ მიდგომებს აჩენს საბანკო ურთიერთობებში.მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში!

1763037836

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნ...

ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ - ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ.რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები თავად აირჩევენ რა პინის დაყენება სურთ.მობაილბანკიდან პინის დაყენების პროცესი რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება: ბარათის მთავარ გვერდზე აირჩევთ პინის შეცვლას, შეიყვანთ ახალ პინს, გაიმეორებთ მას, დაადასტურებთ ცვლილებას და ახალი პინი გააქტიურდება.იმისთვის, რომ ახალი ფუნქციონალით ისარგებლოთ, განაახლეთ მობაილბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან.გადმოწერეთ მობაილბანკი და გაიმარტივეთ ყოველდღიური საბანკო ოპერაციები.

1763035380

5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი

ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსები და პროცესები ერთი აპლიკაციიდან – როგორც ოფისში, ისე მის გარეთ მართონ. საერთაშორისო გადარიცხვებით დაწყებული, სატენდერო გარანტიების მიღებით დამთავრებული. აქ ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია.ამ სტატიაში კი 5 მნიშვნელოვან ფუნქციას განვიხილავთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, თქვენი ბიზნესის უკეთ მართვისა და განვითარებისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი უნდა გადმოწეროთ. საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერი ადგილიდან ბიზნეს მობილბანკში თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ, პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებთ. საერთაშორისო გადარიცხვების ეს მარტივი მექანიზმი ფილიალში მისვლას არ საჭიროებს და შესაბამისად, დროსაც დაგიზოგავთ.აქვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ SWIFT-ტრეკინგის ფუნქციით, რომლითაც გადარიცხვის სტატუსს რეალურ დროში ადევნებთ თვალის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორი კომპანია თანხის მიღებამდე არ იწყებს მომსახურების გაწევას, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა უკვე გადაირიცხა - თუნდაც ის ჯერ შუამავალ ბანკში იყოს.თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ხშირად თანამშრომლობთ, აპლიკაციაში შეგიძლიათ მარტივად გახსნათ დამატებითი მულტისავალუტო ანგარიში, გადაანაწილოთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში და მართოთ ფინანსები უფრო მოქნილად.სწორედ ამ ფუნქციონალით სარგებლობს სოციალური საწარმოს “დადარის” დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილიც, რომელსაც ბიზნეს მობილბანკი ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობის პროცესს უმარტივებს. ცენტრალიზებული სივრცე კომუნიკაციისთვის აპლიკაციიდან შეგიძლიათ პირდაპირ გაუგზავნოთ ბანკს წერილი, მიამაგროთ საჭირო დოკუმენტები, ინვოისები ან ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში კი, კომუნიკაციაში ჩართოთ თქვენი თანამშრომლებიც.ასე, პლატფორმა თქვენი ბიზნესის ორგანიზებულ და მარტივად სამართავ სამუშაო სივრცედ იქცევა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მიმოწერა იყრის თავს, ფაილები დაცულად ინახება, ყველა პასუხი კი ყოველთვის ხელმისაწვდომია. ამონაწერის ამოღება და სახაზინო გადარიცხვები - მარტივად დეკლარაციის შევსების პროცესის გასამარტივებლად, ბიზნეს მობილბანკი ერთ სივრცეში ყველა საჭირო ფუნქციონალს აერთიანებს. აპლიკაციის დახმარებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ როგორც ამონაწერის ამოღებას, ისე სახაზინო გადარიცხვების შესრულებას. ამონაწერის ამოღება შესაძლებელია როგორც ჯამურ თანხებზე, ისე კონკრეტული ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით. სახაზინო გადარიცხვა კი შეგიძლიათ სახაზინო კოდის გამოყენებით შეასრულოთ, რაც დეკლარირებასთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვის სწრაფი და მოსახერხებელი გზაა. ეს ყველა შესაძლებლობა ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი, რაც ფინანსური პროცესების მართვას, მათ შორის დეკლარირებას, ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. სხარტი სესხი თუ მცირე ან საშუალო ბიზნესი გაქვთ და მიზნის მისაღწევად დამატებითი რესურსები გჭირდებათ, ბიზნეს მობილბანკი თქვენ გვერდითაა.ფინანსების მისაღებად ფილიალში მისვლა საჭირო არაა, არც დამატებითი საბუთების წარდგენა ან სესხის უზრუნველყოფა - ყველაფერი სრულად ციფრულად ხდება.პროცესი ასეთია: შეავსეთ განაცხადი აპლიკაციაში და დაელოდეთ პასუხს სულ რამდენიმე წუთი. მიიღეთ ხელშეკრულების შესრულების და სატენდერო გარანტია მარტივად თუ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობთ და, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, სატენდერო ან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა გიწევთ, ეს ფუნქციონალები აუცილებლად გამოგადგებათსატენდერო გარანტია - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ სატენდერო გარანტია 1 საათზე ნაკლებ დროში მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ თანხის გაყინვა ტენდერის დასრულებამდე და ბიზნესის ფინანსებს თავისუფლად მართავთ. დამატებითი უპირატესობა კი ისაა, რომ 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.ხელშეკრულების შესრულების გარანტია - თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტია გჭირდებათ, განაცხადზე პასუხს 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, თავად დოკუმენტი კი თანხმობიდან დაახლოებით ერთ საათში მზადდება.პროცესი სრულად დისტანციურია: დოკუმენტს ციფრული ხელმოწერით ადასტურებთ, სადაც არ უნდა იყოთ. ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ფილიალში მიიღოთ ან თქვენთვის სასურველ მისამართზე ფოსტით გამოიწეროთ.და ბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს მობილბანკის ინოვაციურობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წელს აღიარა, როგორც ”საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით”.აპლიკაცია ყოველთვის ვითარდება. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი და გადადით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ ეტაპზე!

1763035200

ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა

ლაბორატორიულ კვლევებზე — 30%-იანი ფასდაკლება სტომატოლოგიურ და სხვა ამბულატორიულ სერვისებზე — 50%-მდე ფასდაკლება განახლებულ მემორანდუმს პროექტულად უერთდება კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელი უფროსი თაობისთვის, დამატებით შეთავაზებას უზრუნველყოფს, კერძოდ კი ისინი შეძლებენ კავკასიის მედიცინის ცენტრის მოწვეული წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებით სარგებლობას ევექსის კლინიკებსა და თავად JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განსაკუთრებული პირობებითა და დაფინანსებით.განსაკუთრებული პირობები ასევე გავრცელდება JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში გარკვეულ ქირურგიულ ოპერაციებზე.შეთავაზება იმოქმედებს 2026 წლის მაისამდე.“ევექსის მიზანია, ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ლიბერთისთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები იღებენ საუკეთესო სამედიცინო სერვისებს ქვეყნის მასშტაბით. თანამშრომლობის პროცესი გრძელდება და პერიოდულად სიახლეებს სთავაზობს ბარათის მფლობელებს.განახლებული მემორანდუმი გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს - ევექსში კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვან ექიმებთან კონსულტაცია საპენსიო ასაკის პირებისთვის ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობებით იქნება შესაძლებელი. პაციენტები შეღავათიანი ტარიფით ჩაიტარებენ შესაბამის დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში თანადაფინანსება და დამატებითი შეღავათი გავრცელდება კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო მომსახურებაზეც.”– განაცხადა ევექსის დირექტორის მოადგილემ მანჩო ოქროჯანაშვილმა.„ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ჩვენი მიზანია, სოციალური ბარათის მფლობელ საპენსიო ასაკის პირებს, პარტნიორ კომპანიებთან ერთად შევთავაზოთ მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. ლოიალობის აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში უკვე მრავალი წელია ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევექსთან, რაც უფროსი თაობის ადამიანების კმაყოფილებაში აისახება. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიბერთის და ევექსის ერთობლივი შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაზოგონ თანხა კლინიკურ საჭიროებებზე, ან სრულიად უფასოდ მიიღონ კონკრეტული მომსახურება.ლოიალობის პროექტის სტრატეგიული განვითარება ითვალისწინებს განახლებულ და მრავალფეროვან შეთავაზებებს. საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ევექსთან კიდევ უფრო გავაღრმავეთ შეთავაზება და ასევე, სოციალურ პროექტში შემოგვიერთდა ახალი პარტნიორი კავკასიის მედიცინის ცენტრი. აღნიშნული თანამშრომლობა ლოიალობის მიმართულების განვითარების სტრატეგიულ მიზნებს შეასრულებს, რაც მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული”. - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.„JCI აკრედიტაციის მფლობელი კავკასიის მედიცინის ცენტრი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, სოციალური ბარათის მფლობელ უფროს თაობას მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებს განსაკუთრებული პირობებით შესთავაზებს. ჩვენი ჰოსპიტალის მისია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვაა.“ - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.ევექსის შესახებ:ევექსი საქართველოს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სფეროში.ევექსი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". ევექსის კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ევექსისა და ლიბერთი ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, ევექსის კლინიკების ქსელი მოემსახურა 35,000-ზე მეტ უნიკალურ პაციენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებმაც მიიღეს 160,000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი.ლიბერთის შესახებ:ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.კავკასიის მედიცინის ცენტრის შესახებკავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს.კავკასიის მედიცინის ცენტრს მინიჭებული აქვს უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია JCI (Joint Commision International) მიერ.კავკასიის მედიცინის ცენტრი ჰოსპიტლების საერთაშორისო ფედერაციის (International Hospital Federation) წევრია.

1763033988

AI სტიპენდია ქალებისთვის - საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს...

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. ბანკის პარტნიორი აკადემიების სია კი ასე გამოიყურება: სმარტ აკადემია – Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry; ეჯაილ სქული – AgileSchool; სქილვილი – Skillwill; სქეილაფი – ScaleUp. რაც შეეხება კონკრეტულ კურსებს, რომლის გავლაც AI ით დაინტერესებულ ქალებს შუძლიათ, ესენია:TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები; AI Agents & Automations; AI ბიზნესის განვითარებაში. Academy of Digital Industry ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი; AI ChatBots. Smart Academy ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში. Skillwill ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის. ScaleUp ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება. AgileSchool AI Automation. სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

1763031176