ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი „Ad Quality“ დაემატა

ამჯერად, პლატფორმას მნიშვნელოვანი განახლება დაემატა — Ad Quality, ახალი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესებს ზუსტ მოლოდინებს უქმნის იმის შესახებ, თუ რა მარკეტინგულ მხარდაჭერას გაუწევს ბანკი ბიზნესებს - სად და როგორ გავრცელდება მათ მიერ შექმნილი შეთავაზება.„ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებისთვის ვაჩენთ მეტ შესაძლებლობას, მისწვდნენ ჩვენს მომხმარებლებს. ამასთან, მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდება, რომელი არხებით გავავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნული შეთავაზების შესახებ“, — აცხადებენ ბანკში.როგორ მუშაობს Ad Quality?ახალი მოდელი სხვადასხვა არხში შეთავაზების გამოჩენას შეთავაზების ტიპის, პირობების და სხვა პარამეტრების მიხედვით განსაზღვრავს. ამ სიახლით ბიზნესებს წინასწარ ეცოდინებათ, სად გამოქვეყნდება ინფორმაცია შეთავაზებაზე - საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში, სოციალურ ქსელებში, newsletter-ში თუ სხვა სივრცეში.საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას ბიზნესებისთვის. აღმოაჩინეთ  სიახლეები საქართველოს ბანკის პროდუქტებსა და სერვისებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამ ბმულზე.ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების  შეთავაზებები და იგი მრავალრიცხოვან მომხმარებელს — საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 600 000-მდე ადამიანს გაუზიარონ.Ads მენეჯერის პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

1748528580

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლ...

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.რა ინვესტიცია განხორციელდა 6 თვეში?აღსანიშნავია, რომ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.ტყეში შეტანილია საკვები გარეული ცხოველებისათვის. ასევე მოეწყო მოსასვენებელი, საპიკნიკე სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია ინვენტარით, მათ შორის, ცეცხლმაქრებით, ხანძრის პრევენციისთვის.რა გეგმები აქვს „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“?„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი.დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის – საკვების შეტანა ინტენსიურად მიმდინარეობს.ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები.ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცესი, მათ შორის, რეინჯერების მიღება, რომლებიც ტყის უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.გარდა რეინჯერებისა, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეც დასაქმდება. მათ შორის, ისინი გადამზადდებიან და დასაქმდებიან როგორც ფერმის მშენებლობის დროს, ისე თავად ფერმაში.ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები 5 წლის განმავლობაში შესრულდება.

1748528173

სატენდერო გარანტია ახლა უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 65%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.სატენდერო გარანტიით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის, უზრუნველყოფის გარეშე. დამტკიცებისა და გააქტიურების პროცესი მომენტალურია და ტენდერის დასრულებამდე ბიზნეს მომხმარებლებს მის უზრუნველსაყოფად თანხის გაჩერება არ უწევთ.“საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. გარკვეული ფინანსური რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო/სსიპ ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტია წარადგინონ. სწორედ მსგავსი საჭიროების მქონე კომპანიებს ვთავაზობთ სატენდერო გარანტიას უზრუნველყოფის გარეშე ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში 1 საათზე ნაკლებ დროში.“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, ბიზნეს მობილბანკში სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის, აუცილებელია განაახლოთ აპლიკაცია.სატენდერო გარანტიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

1748524992

დოლარიზაცია მცირდება, თუმცა მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები კ...

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე სასესხო დოლარიზაცია, დაახლოებით, 43%-ია, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე გასულ წლებში იყო."გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროფინანსური გარემოს და მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხებზე ლიმიტი 500 000 ლარიდან 750 000 ლარამდე გაზრდილიყო.როგორც აღვნიშნე, დოლარიზაცია ეტაპობრივად მცირდება. ეს პროცესი, რომ შეუქცევადად გაგრძელდეს ეროვნული ბანკი, თავისი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. მიმდინარე რეგულაციით, რომლითაც უცხოურ ვალუტაზე არაჰეჯირებული სესხის შემთხვევაში 500 000 ლარიდან, 750 000 ლარამდე ავიდა - ეროვნული ბანკის შეფასებით ამის შედეგი პორტფელზე დაახლოებით, 150 000 მლნ დოლარის ეკვივალენტური იქნება ლარში და წლიურ ჭრილში ეს, დაახლოებით, 1000 სესხია.აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სტრუქტურული რისკების მინიმიზაცია, რომელიც ფინანსური დოლარიზაციიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ზოგადად საბანკო სექტორისთვის, ფინანსური სექტორისთვის, მისი შეფასებისთვის და რეიტინგისთვის და ყველა მსგავსი ნიშნულისთვის - ეს პოზიტიურ წვლილს შეიტანს. დოლარიზაციის შემცირებაზე მოქმედებს არა მხოლოდ მიმდინარე გადაწყვეტილება, არამედ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ეროვნულ ბანკს აქვს დანერგილი დოლარიზაციის შემცირების მიზნით და ვფიქრობთ, რომ ეს ნიშნული 43%-ზე დაბლა გააგრძელებს სვლას, სესხების ჭრილში ეს, დაახლოებით, 1000 სესხია, ხოლო რაოდენობაში 150 000 მლნ დოლარის ეკვივალენტური ლარში", - აცხადებს მარიამ ხარაიშვილი.ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა. 

1748523151

ყველაფერი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ - პროექტის მთ...

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე მე-9 წელია ტარდება. კონკურსის შესახებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი - თამუნა გურგენიძე გვესაუბრება, რომელიც პროექტში პირველივე დღიდანაა ჩართული და ამ დროის განმავლობაში ბევრი სათქმელიც დაუგროვდა გასაზიარებელი.ჯილდოს მიზანიროგორც თამუნა გურგენიძე აღნიშნავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ პროექტმა მოიტანა არის ის, რომ ჯილდომ შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენები მასწავლებლის პროფესიის შესახებ და კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი.,,კონკურსი არ არის მხოლოდ ჯილდოს გადაცემის ცერემონია - ეს არის კამპანია, რომელიც თანამოაზრე მასწავლებლებს აერთიანებს, აძლევს განვითარების, კოლეგებთან ურთიერთობისა და საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობას.  სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი - სივრცე, სადაც საუკეთესო ათეულში მოხვედრილი მასწავლებლები ერთად აგრძელებენ მუშაობას განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, მონაწილეობენ კამპანიის აქტივობებში და გვიზიარებენ საკუთარი წარმატების ისტორიებს, რაც სხვა მასწავლებლებისთვისაც დიდი მოტივაციაა. “განსაკუთრებული მასწავლებლებიმასწავლებლობა არ გულისხმობს მხოლოდ საგნის სიღრმისეულ ცოდნას. ეს პროფესია მოითხოვს მაღალ ემოციურ ინტელექტს, რათა პედაგოგმა შეძლოს თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს და ყველაზე რთული, ერთი შეხედვით უინტერესო მასალაც კი ისე მიაწოდოს, რომ მოსწავლეში ცნობისმოყვარეობა და სწავლის წყურვილი გააღვიძოს.,,წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრ გამორჩეულ მასწავლებელთან მქონია და მაქვს ურთიერთობა - თითოეულს თავისი ისტორია, ხასიათი და პროფესიული გზა აქვს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: მათთვის ეს პროფესია უბრალოდ სამუშაო არაა. ეს არის ადამიანური დამოკიდებულება, გულწრფელი ზრუნვა და პასუხისმგებლობა საკუთარ მოსწავლეებზე. ისინი მარტო საგანს არ ასწავლიან, ისინი ხედავენ თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს და მათი ძლიერი მხარეების გამოვლენაზე ზრუნავენ.”კონკურსის დეტალებიკონკურსის შესარჩევი ტური უკვე დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ 30 მაისის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს განაცხადი - ნომინირება გაუწიოს საყვარელ მასწავლებელს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე - https://www.tprize.ge/.მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საბოლოო გამარჯვებული 5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.,,ჩემი აზრით, ისეთი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოა პარტნიორების მხარდაჭერა მართლაც უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, ასეთი პროექტები მაშინ არის მდგრადი და შედეგიანი, როცა ბიზნეს სექტორი, განათლების სფერო და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდებიან. სწორედ ასეთი თანამშრომლობით და ერთიანობით შევძლებთ გავაძლიეროთ მასწავლებლების პროფესია და გავაჩინოთ კიდევ მეტი მოტივაცია ამ სფეროში მომუშავეადამიანებისთვის”, - განმარტავს თამუნა გურგენიძე.ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

1748523120

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორ...

თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის.პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო.  ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად  სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს. 

1748522332