ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა POLITICO-ს განუცხადა.

„ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა ხალხს გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე შეუტია. ათობით ადამიანს სცემეს და უკან დაახევინეს. ქაოსს, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები იდგნენ, ცრემლსადენი გაზი დაემატა.

მაშინ როდესაც სპეცრაზმი თბილისის ცენტრალური ქუჩების გაწმენდას აგრძელებდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, მოუწოდა, რომ დემონსტრანტების დარბევის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან მკაცრი პოზიცია დაიჭიროს“, - წერს POLITICO.

„მან უნდა გამოაცხადოს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა არ იქნება. ყველა კრიტერიუმი, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს, არ დაკმაყოფილდა და ეს ახალი ესკალაცია ყველა იმ სამოქალაქო სტანდარტს აშკარად ეწინააღმდეგება, რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხერტ იან კოოპმანსი საქართველოს 1-2 მაისს ეწვევა.