აპრილში, მას შემდეგ, რაც გადაზიდვები განახლდა არასანქცირებული ტანკერებით, რომლებსაც ოპერირებს Sovcomflot, რუსული ნავთობის იმპორტი ინდოეთში 9-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ინდოეთის გადასამუშავებელმა ქარხნებმა მცირე ხნით შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი Sovcomflot-ის კუთვნილი ტანკერებით მას შემდეგ, რაც თებერვალში ვაშინგტონმა კომპანიის გემები და მისი 14 ტანკერი დაასახელა, როგორც დასავლეთის სანქციების დამრღვევი.

ინდოეთი, მსოფლიოში მესამე უდიდესი ნავთობის იმპორტიორი და მომხმარებელი, რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებელია, საუბარია საზღვაო ტანკერებით მიღებულ ნავთობზე.

აპრილში, 2024/25 ფინანსური წლის პირველ თვეში, ინდოეთის გადამმუშავებელი ქარხნები იღებდნენ დღეში თითქმის 1,8 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს, დაახლოებით 8,2%-ით მეტს წინა თვესთან შედარებით. 

რუსეთი გახდა ინდოეთის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი 2023/24 ფინანსურ წელს, რითაც ახლო აღმოსავლეთისა და OPEC-ის მწარმოებლების ბაზრის წილი შემცირდა.