„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ზუგდიდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 28 ოქტომბერს 07:00 საათიდან 21:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ქალაქი ზუგდიდი, ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ბაში, ზედაეწერი, ინგირი, კორცხელი, კოლხიდა, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოირემე, ოფაჩხაფუ, რიყე, რუხი, უჩაშონა, ტყაია, ურთა, აბასთუმანი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ხეცერა, ჯუმი.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.