გალთ & თაგარტის 6–10 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, პლუსში დაბრუნდა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და - 0.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.40 - 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 90 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.17% წინა კვირასთან შედარებით და -4.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 454 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.05 - 30.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 81 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.52% წინა კვირასთან შედარებით და -10.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 312 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.20 - 11.86 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.