"ვერც წარმომედგინა ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა" - ასე პასუხობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ჟურნალისტების კითხვას, როგორია ბიზნესის რეაქცია ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსნების დაკავებებზე.

"ის რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ვერც წარმომედგინა, ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა და ამხელა თანხები თუ არსებობდა საქართველოში საერთოდ, არა თუ საშოვნელად, არამედ მოსაპარადაც.

რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია, არ ვიცი - მაღალ ეშელონებზე თუ დავლენ გამგებლების თუ პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე, არ ვიცი", - უთხრა მან ჟურნალისტებს.